Adjarabet Awards არის ქართული სპორტის და სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტი, რომელიც ყოველწლიურად გამოავლენს და დააჯილდოებს გამორჩეულ სპორტსმენებს.

:საქართველოში ნებისმიერ სპორტსმენს, რომელსაც გარკვეული შედეგი აქვს დადებული აუცილებლად სჭირდება შესაბამისი დაფასება და მხარდაჭერა. ვთვლი რომ Adjarabet Awards არის ერთ-ერთი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია, რომ ვარ ნომინირებული წლის საუკეთესო პარასპორტსმენის ნომინაციაში, მინდა ყველას წარმატება ვუსურვო", —განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

"გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო სპორტსმენი, გუნდი, აღმოჩენა, მსაჯი, მომენტი, მწვრთნელი, პარა-სპორტსმენი და წლის დაპირისპირება", —განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინი გუჯაბიძემ.

წლის მთავარ სპორტულ დაჯილდოებაზე ხმის მიცემა გრძელდება. ამისათვის უნდა შეხვიდეთ Adjarabet Awards-ის გვერდზე და ხმა მისცეთ თქვენთვის სასურველ ნომინანტს საბოლოოდ გამარჯვებულების ვინაობა კი 4 იანვარს გახდება ცნობილი.

ერთად გამოვავლინოთ საუკეთესო ქართველი სპორტსმენები!