ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სადღესასწაულო დღეები ბევრგან კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს, გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემასა და მეტ სიკვდილს გამოიწვევს. ტედროს ადანომ გებრეისუსი ხალხს შეკრებების გადადებისკენ მოუწოდებს.

"გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე", — თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინათანმა დასძინა, რომ "არაგონივრული" იქნება ადრეული მტკიცებულებებიდან დავასკვნათ, რომ ომიკრონი იყო უფრო მსუბუქი ვარიანტია, ვიდრე წინა... რიცხვების მატებასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა სისტემა დაძაბულობის ქვეშ იქნება", — განუცხადა სუმია სვამინათანმა ჟურნალისტებს ჟენევაში.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ომიკრონი სამხრეთ აფრიკაში 25 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი შტამი შეშფოთების საგნად გამოაცხადა.

საქართველოში ომიკრონის პირველი ორი შემთხვევა გუშინ, 20 დეკემბერს დადასტურდა.