ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დააკავეს პირი, რომელიც კუსტარულად დაამზადა 563 ცალი 1-ლარიანის ფორმის მონეტა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა ყალბი მონეტები სწრაფი ჩარიცხვის აპარატით ცოლის ანგარიშზე ჩარიცხა და შემდეგ გაანაღდა.

"ბრალდებული დაკავებულ იქნა უშუალოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 30 ცალი კუსტარულად დამზადებული მონეტა და აღნიშნული მონეტების დასამზადებლად განკუთვნილი მოწყობილობები", — აცხადებენ სამინისტროში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.