ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ომიკრონის შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილობას, შესაბამისად ამ მიმართულებით ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას, შესაბამისად პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის კიდეც რომ არ იწვევდეს გაზრდილ სიკვდილობას და მძიმე დაავადებებს, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება", — განაცხადა ცერცვაძემ.

დღეს, 20 დეკემბეტს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა და მათ მოგზაურობის ისტორია აქვთ. ერთს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეორეს კი დუბაიში.