2021 წელს 146 საახალწლო ფილმი გამოვიდა: თითოეული საშუალოდ 90 წუთის ხანგრძლივობის. ჯამში ყველა ამ ფილმის სანახავად 219 საათი დაგვჭირდება, რაც შეუძლებელი არ არის, თუმცა უმეტეს ჩვენგანს გაუჭირდება ამ მისიის შესრულება. ამიტომაც ამ მოკლე სიის საშუალებით საქმეს გაგიმარტივებთ და გაგაცნობთ 8 ფილმს, რომლის ნახვაც ამ წელს მართლაც რომ აუცილებელია.

1. Love Hard (გიყვარდეს ძლიერ)

ამ ფილმის შინაარსი ერთი შეხედვით უკვე კარგად ნაცნობად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა მასაც აქვს ის განსაკუთრებული დეტალები, რის გამოც Love Hard-ის ნახვა ნამდვილად ღირს — ერთ-ერთ ასეთ "დეტალი" კი ჯერ კიდევ ახალი, თუმცა მრავალი მაყურებლის გულთამპყრობელი რომანტიკული კომედიების მსახიობი, ჯიმი ო. იანგი. გიყვარდეს ძლიერ მოგვითხრობს ნატალიზე, რომლის ძალზე წარუმატებელ ონლაინ სასიყვარულო ცხოვრებასაც ვეცნობით.

თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ნატალი Tinder-ზე სიმპათიურ ჯოშს გაიცნობს. მთავარი გმირი გადაწყვეტს, რომ თავის გულის სწორს სიურპრიზი მოუწყოს და ნიუ-იორკში ჩააკითხოს. ნატალის მალევე გაუცრუვდება იმედები, რაკიღა ჯოში სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდება, რომელიც მთელი ეს დრო ბავშვობის მეგობრის ფოტოებს იყენებდა. გაბრაზებული ნატალი და შოკირებული ჯოში შეთანხმებამდე მიდიან: ბიჭი გოგოს თავის მეგობარს გააცნობს, იმ შემთხვევაში, თუ ნატალი ჯოშის ოჯახს მის შეყვარებულად მოაჩვენებს თავს. ალბათ წინასწარ ხვდებით, რა ხდება ფილმში, თუმცა წინასაახალწლოდ მაინც სასიამოვნოა ასეთი ფილმების ნახვა.

2. The Princess Switch 3 (პრინცესას შეცვლა 3)

პრინცესას შეცვლის პირველი ორი ნაწილი გვიყვება სტეისიზე, ბელგრავიას პრინცესაზე, რომლის როლსაც ვანესა ჰაჯენსი ასრულებს; მარგარეტზე, მონტენაროს დედოფალზე, რომელსაც ასევე ვანესა ჰაჯენსი თამაშობს; ლედი ფიონა პემბრიკზე, რომელსაც, როგორც ხვდებით, ვანესა ჰაჯენსი ასახიერებს და იმ გიჟურ თავგადასავლებზე, რაც ამ პერსონაჟების თავს ხდება. რაც შეეხება მე-3 ნაწილს, ის ბოლომდე შორდება წინა ნაწილებს და აქ ვერ შევხვდებით სხვა ორეულებს — მხოლოდ ვანესა ჰაჯენსსა და მის საშობაო მხიარულებას.

ვხუმრობთ! ყველაფერი ისევ ისეა, ოღონდ ამჯერად ფილმში სიმპათიური ქურდიც გვხვდება. ვანესა ჰაჯენსი საახალწლო ფილმებში მართლაც ყველაზე მეტს "მუშაობს".

3. A Castle for Christmas (საშობაო სასახლე)

ფილმში ბრუკ შილდსი თამაშობს წარმატებული მწერლის როლს, რომლის ბოლო წიგნიც საშინელება იყო, მაგრამ შოტლანდიის გასაყიდი სასახლისა და მისი ამპარტავანი ჰერცოგის ნახვის შემდეგ მას შთაგონება ხელახლა ეწვევა. პრობლემა ისაა, რომ ჰერცოგი სასახლიდან გადასვლაზე უარს ამბობს, ამიტომ მათ ერთად ცხოვრება მოუწევთ შემდეგი 90 დღის განმავლობაში.

პრემიერის თარიღი: 26 ნოემბერი

4. A Boy Called Christmas (ბიჭი, სახელად შობა)

მაგიური, ფანტასტიკური და შედარებით დიდბიუჯეტიანი ფილმი ბიჭის შესახებ, რომელიც სამყაროს ასწავლის, როგორ ირწმუნონ სასწაულების. ფილმის შინაარსი ძალიან ჰგავს ნარნიას, გარდა ამისა, მასში მეგი სმითსა და ბევრ სხვა ცნობილ ბრიტანელ მსახიობს ვხვდებით.

5. Single All The Way (ყველანაირად მარტოხელა)

ქვიარ საშობაო ფილმების გადაღება სარისკოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ 2020-იანებია, იმაზეა, თუ როგორ ძლევენ ჰეტეროსექსუალი ადამიანები ჰომოფობიას. თუმცა, Single All the Way სრულიად განსხვავებულია ფილმია და ის მოგვითხრობს კაცზე, რომელიც საუკეთესო მეგობარს საკუთარ ოჯახს შეყვარებულად აცნობს, ოჯახი ამ მახეში არ გაებმება და მთავარ გმირს დედამისი ბრმა პაემანზე წასვლას აიძულებს! შედეგად, საშობაო სასიყვარულო სამკუთხედს ვიღებთ, რომლის ბედიც დღესასწაულებზე წყდება.

6. Home Sweet Home Alone (მარტო ტკბილ სახლში)

წინა ათწლეულის განმავლობაში ბევრჯერ დასმულა ერთი კითხვა — "როგორ განვითარდებოდა მოვლენები მარტო სახლში, ყველაფერი რომ ახლა მომხდარიყო?". ყველანი ვთანხმდებით, რომ ტელეფონების გამო ბავშვის სახლში მარტო დატოვებასთან დაკავშირებული ყველანაირი გაუგებრობა ოჯახის თვითმფრინავზე ასვლამდე მოგვარდებოდა, რთული ხაფანგების მოფიქრებაც არ იქნებოდა საჭირო, კრიზისს თავიდან ავირიდებდით და ყველას ტკბილ ღამეს გისურვებდით. ამ წელს Disney+-მა გადაწყვიტა, რომ ამ კითხვისთვის თვითონვე ეპასუხა ახალი საახალწლო ფილმით მარტო ტკბილ სახლში. სახლში შეპარული ქურდები არა ხარბი კრიმინალები, არამედ ბიჭის მშობლებივე არიან! მათ ბავშვებისთვის შესანიშნავი ახალი წლის მოწყობა უნდოდათ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მათგანმა სამსახური დაკარგა. მთელი ფილმი უბრალოდ უიღბლო წყვილის დიდი გაუგებრობაა, თუმცა კი მარტო სახლშის სიყვარულით ამ ფილმსაც ვუყურებთ!

7. Zoey's Extraordinary Christmas (ზოის არაჩვეულებრივი შობა)

საყვარელი სერიალის კარგი სადღესასწაულო სპეციალური ეპიზოდი ყველას უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ NBC-ის მუსიკალური კომედია ზოის არაჩვეულებრივი ფლეილისთი ამ წელს გაუქმდა, სერიალი სიცოცხლის მეორე შანსს იღებს საახალწლო ფილმის სახით! შინაარსი იქიდან გრძელდება, სადაც სერიალის მეორე სეზონი დამთავრდა, როდესაც ზოი (გაფრთხილება, სპოილერი!) შობას მამამისის გარეშე პირველად ატარებს. ამიტომ მიუზიკლის ფანებო, ამის ნახვა არ გამოგრჩეთ!

8. Under the Christmas Tree (საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ)

წელს Lifetime თავის პირველ საშობაო ლესბოსურ კინოს უშვებს. პატარა ქალაქის მცხოვრები ვორკაჰოლიკი გოგო გაიგებს, რომ მის საყვარელ ნაძვის ხეს მოჭრას უპირებენ, რათა მოგვიანებით გუბერნატორის საახალწლო წვეულებაზე დადგან. მთავარი გმირი ხეების ექსპერტს ხვდება და მათ შორის მაშინვე ჩნდება ნაპერწკალი, მათი სიყვარულის დიდი მხარდამჭერი კი საკონდიტროს შეფი ხდება, რომელსაც რიკი ლეიკი თამაშობს.