ფილმი მარტო სახლში და მისი მეორე ნაწილია უკვე სამ ათწლეულზე მეტია, საშობაო კლასიკად მიიჩნევა. ამდენივე ხანია, თაობების ყოველწლიური სადღესასწაულო "რიტუალია" ტკბილეულთან ერთად სავარძელზე მოკალათება და კევინ მაკკალისტერის ოინებზე ხითხითი. ჰოდა, რა გასაკვირი იქნება, თუ ამ გულიან ხითხითში ბევრი დეტალი გამოგვრჩა — იმის მიუხედავად, რომ ფილმის დიალოგებიც და მონოლოგებიც ლამის ზეპირად ვიცით.

1. ფილმის დასაწყისში კევინს მამა მისი სათამაშო მანქანების მილაგებას ურჩევს, რადგან "დეიდა ლესლიმ კინაღამ კისერი" მოიტეხა, თუმცა, რადგან კევინმა ეს მითითება ყურად არ იღო, მოგვიანებით, ჰარი და მარვი მართლა იმტვრევენ კისერს მანქანებზე

ფოტო: Tenor

2. სუფრაზე რძის გადაქცევის შემდეგ, კევინის ბილეთს და პასპორტს ნაგვის ურნაში ჩაუძახეს, რაც ალბათ იმის მიზეზია, რატომ ვერავინ შეამჩნია გაფრენისას კევინის არყოფნა

ფოტო: 20th Century Fox

3. პიცის მიმტანი ბიჭი რომ უფრო შეეშინებინა თავისი ოინით, კევინმა სამზარეულოში უზარმაზარი დინამიკები შეიტანა

ფოტო: 20th Century Fox

4. კევინმა ბაზის ოთახში მაიკლ ჯორდანის პოსტერიდან კალათბურთელი ამოჭრა, ამიტომ მისთვის მკლავის "მიკერება" წებოვანი ლენტით მოუხდა

ფოტო: 20th Century Fox

5. არადა, ცოტა ხანში ჯორდანი ისევ თავის პოსტერზეა

ფოტო: 20th Century Fox

6. იატაკზე პატარა თეთრ მარცვლებს (შეიძლება მარილს) ყრიან, რათა ობობა აბაზანაში შევიდეს

ფოტო: 20th Century Fox

7. როცა დაზურგულ კევინს პარკები ეხევა, ცოტა ხნის წინ შეძენილი სარეცხი საშუალება აღარსად ჩანს, არადა, მოგვიანებით მას შინ იყენებს

ფოტო: 20th Century Fox

8. ჰო, და პარკების ერთბაშად ჩახევის საიდუმლოც ამოხსნილია

ფოტო: 20th Century Fox

9. ჰარი რომ ოთახში შედის, კევინის ვახშამი სულ სხვანაირად გამოიყურება

ფოტო: 20th Century Fox

10. კარში ძაღლის შესასვლელია გაჭრილი, მაგრამ ფილმში ძაღლი არსად ჩანს — დასაწყისში კევინს ეუბნებიან, რომ მოგზაურობაში ძაღლი არ მიჰყავთ და მას თავის სახლში ტოვებენ

ფოტო: 20th Century Fox

ბონუსი: არცთუ მნიშვნელოვანი დეტალი — ჰარი დაქორწინებულია

ფოტო: 20th Century Fox