გუშინ, 18 დეკემბერს, საღამოს 8-დან 9 საათამდე პერიოდში თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ დაჭრას წინ უძღოდა დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის. ერთ-ერთი თვითმხილველი ფორმულასთან ამბობს, რომ სასწრაფოს გამოსაძახებლად დარეკვა რამდენჯერმე მოუხდა, რადგან სამედიცინო ბრიგადა მოსვლას აგვიანებდა.