იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის პრევენციისთვის ე.წ. ბუსტერ დოზების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაც.

"ჯანმოს რეკომენდაცია არის ძალიან კატეგორიული, იმისათვის რომ როგორმე გავუმკლავდეთ ომიკრონის საფრთხეს, აუცილებელია გააქტიურება ბუსტერ დოზების. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რაც დღეს სჭირდება საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანას", — განაცხადა ჩხაიძემ იმედის ეთერში.

25 ნოემბერს სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის დაფიქსირების შესახებ განაცხადეს. B.1.1.529-ად წოდებულ ახალ შტამს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ომიკრონი შეარქვა. ახალი შტამი საქართველოში ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ 2 საეჭვო შემთხვევას.

გაიგე მეტი: