დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 319, ხოლო გარდაიცვალა — 47 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 20 095, ხოლო PCR-ით — 13 718.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6,49%, ბოლო 7 დღის — 6,48%, ხოლო 14 დღის — 6,96%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 909 160-ს. ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 13 071, ხოლო გამოჯანმრთელდა 858 949 ადამიანი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა;
  • აჭარა — 149;
  • იმერეთი — 380;
  • ქვემო ქართლი — 98;
  • შიდა ქართლი — 116;
  • გურია — 76;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 160;
  • კახეთი — 95;
  • მცხეთა-მთიანეთი — 60;
  • სამცხე-ჯავახეთი — 26;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 114 , საიდანაც 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 426, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 319 ადამიანი.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 30 264 კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 925 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: