რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი ტვიტერზე ეხმაურება NATO-სა და აშშ-ს მიმართ კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას "უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ და რუსეთს საპასუხო პირობებს სთავაზობს.

მაკფოლის პირობები გულისხმობს საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანას, ამ სახელმწიფოების სუვერენიტეტის აღიარებას, დადებული შეთანხმებების ერთგულებას და სხვა.

"ახლა, როდესაც პუტინმა გამოაქვეყნა თავისი იდეები ახალი ევროპული უსაფრთხოების შეთანხმების შესახებ, ნება მომეცით, შემოგთავაზოთ შეთანხმების პროექტის რამდენიმე დამატებითი მუხლი.

მუხლი 1: რუსეთი თანხმდება მოლდოვადან თავისი ძალებისა გაყვანასა და ამ ევროპულ ქვეყანის სრული სუვერენიტეტის აღდგენაზე;

მუხლი 2: რუსეთი თანხმდება გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან, უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებაზე და აღადგინოს საქართველოს სრული სუვერენიტეტი;

მუხლი 3: რუსეთი თანხმდება გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა უკრაინაში და აღადგინოს ამ ევროპული ქვეყნის სრული სუვერენიტეტი;

მუხლი 4: რუსეთი თანხმდება კალინინგრადიდან გაიყვანოს ისკანდერის რაკეტები;

მუხლი 5: ინდივიდუალური და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობის აღიარებით, რუსეთი თანხმდება, შეწყვიტოს მკვლელობის ოპერაციები ევროპაში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, იქნება ეს დიდი ბრიტანეთი, გერმანია თუ რუსეთი;

მუხლი 6: რუსეთი დაადასტურებს თავის ერთგულებას ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ, მათ შორის ჰელსინკის საბოლოო აქტზე, პარიზის ქარტიასა და 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე.

მეტის დამატებაც შემიძლია, მაგრამ მოლაპარაკებების დასაწყებად ეს საკმარისია.

P.S. ვაცნობიერებ, რომ ამ პროექტის მუხლებს დეტალები აკლია (ეს ტვიტერია!) და შეიძლება, დაექვემდებაროს სხვადასხვა ინტერპრეტაციას, მაგრამ სწორედ ამისთვისაა მოლაპარაკებები. პუტინმა თავისი სურვილების სია გამოაქვეყნა. აი, ეს არის ჩემი. ახლა ამ ორ დოკუმენტს შორის მოლაპარაკებები დავიწყოთ", — წერს ის.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოითხოვა გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ, ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. ლავროვის უწყებამ გამოაქვეყნა "შეთანხმების პროექტი" და აცხადებს, რომ ის აშშ-ს უკვე გადასცეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამერიკულ მხარეს მისცეს რუსეთის მიდგომის ლოგიკის აუცილებელი განმარტებები და წარუდგინეს შესაბამისი არგუმენტები.

რუსეთი ნატოსგან ითხოვს, უარი თქვას გაფართოებაზე, მათ შორის, დაკონკრეტებულია უკრაინის გაწევრიანება და აღნიშნულია სხვა სახელმწიფოების შესახებ. ამავდროულად, მოთხოვნებს შორისაა ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო ქმედებებზე ამ ქვეყანაში, ასევე, აღმოსავლეთ ევროპოლის, ამიერკავკასიიდა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ხელშეკრულება, რომლის ხელმოწერასაც რუსეთი ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან ითხოვს, 9-მუხლიანია

უშუალოდ აშშ-ს რუსეთმა 8-მუხლიანი ხელშეკრულება გაუგზავნა და აქაც ჩაწერა, რომ ამერიკა ვალდებულია გამორიცხოს ნატოს არმოსავლეთით გაფართოება და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს გაწევრიანებაზე უარი უთხრას.

გაიგე მეტი: