ბრაზილიელი მსახიობები გენდერული თანასწორობის მოთხოვნით გამოდიან
რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიაში, ქალაქ სან-პაულოში ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა, იმავე დღის საღამოს კი მსგავსი ფაქტი რიო დე ჟანეიროში დაფიქსირდა.
როგორც გაირკვა, ქალზე ძალადობის ფაქტები ბრაზილიაში ხშირად ხდება. ამას დაემატა ისიც, რომ მსახიობმა ჟოზე მაიერმა ჟურნალ Vejo-სთან ინტერვიუში, ქალ პარტნიორებზე ირონიულად ისაუბრა და მათი სამსახიობო ნიჭის ნაცვლად აქცენტები მათი სხეულის ფორმებზე გააკეთა, რაც მიუღებელი აღმოჩნდა მისი კოლეგებისთვის და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, მაიერმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ის ყოველთვის იცავდა და დაიცავს ქალთა უფლებებს.
გახშირებული ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულებები გახდა ბოლო წვეთი, რამაც ბრაზილიელი მსახიობები მასშტაბურ აქციამდე მიიყვანა, რომელსაც მსოფლიოში სიდიდით და რეიტინგით ნომერ მეორე კომპანია გლობოს მსახიობები შეუერთდნენ.
მათ შორის მსახიობი ჯოვანა ანტონელიც არის, რომელიც ითხოვს, რომ კომპანია გლობომ ამ თემას და ქალთა უფლებებს სპეციალური სერიალი მიუძღვნას.
მსახიობი ჟულიანა პაეში კი წერს, რომ ყველას მოვალეობაა ქალთა უფლებებზე საუბარი და ზრუნვა.
"მე ვიცავდი და ყოველთვის დავიცავ ყველა იმ ქალის უფლებას, რომლებსაც სურთ იცხოვრონ ძალადობის გარეშე. მე და ჩემი კოლეგები შევუერთდით გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს და ამიერიდან ჩვენი ხმა იქნება უფრო ხმამაღალი. მე როგორც ფემინისტი ვალდებული ვარ ბოლომდე ვიბრძოლო იმისთვის, რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ქალთა მიმართ ძალადობა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს სიტყვა ფემინისტის, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქალების მიღწევებს და დავამარცხოთ გენდერული უთანასწორობა, რომელიც ასეთი ხშირია ბრაზილიაში. ჩვენ ვართ ქალები და ვჭირდებით სხვა ქალებს.", - ამბობს ჟულიანა პაეში.
კამპანიას გლობოს მსახიობი მამაკაცებიც შეუერთდნენ. როგორც ცნობილია, მაისში რიო დე ჟანეიროში ქალთა მასშტაბური აქცია იგეგმება.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები