ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის მომხსენებლები, ტიტუს კორლატენი და კლოდ კერნი ხელისუფლებას მოუწოდებს, დასაჯონ 5-6 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები.ამის შესახებ მათ 8-10 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ ანგარიშში ისაუბრეს.

"მომხსენებლებმა გამოთქვეს შეშფოთება ლგბტქ+ თემის მიმართ ჰომოფობიისა და შეუწყნარებლობის მზარდი საჯარო გამოხატვის გამო. ამ კონტექსტში მათ დაგმეს ძალადობრივი თავდასხმები და კონტრდემონსტრაციები, რომლებიც პრაიდის კვირეულზე 2021 წლის ივლისში მოხდა. მომხსენებლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიონ ეს ძალადობრივი ქმედებები და დამნაშავეები დაისაჯონ, მათ შორის ამ ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორების მიმართ. და ის ძალები, რომლებიც მათ მხარს უჭერს", — ვკითხულობთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგევრდზე.

გარდა ამისა, განცხადებაში საუბარია ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციაზე. კორლატენი და კერნი ქართულ ოცნებასა და ენმ-ს მოუწოდებენ, ეროვნული კეთილდღეობა ვიწროპარტიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე მაღლა დააყენონ.