დეპუტატი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შერიგება არ უნდათ. ის ამბობს, რომ პარტიები პოლიტიკაში სწორედ ერთმანეთთან ჩხუბის ხარჯზე რჩებიან.

"განა შერიგება შეუძლებელია, მთავარი პრობლემა ისაა, რომ შერიგება არ უნდათ მხარეებს. მე ამას ვიძახი დიდი ხანია. არ უნდათ იმიტომ, რომ ერთადერთი, რითაც მათ ქვეყნის მართვა და პოლიტიკაში დარჩენა იციან, ეს არის ერთმანეთთან ჩხუბი", — განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელიც გუშინ, 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საახალწლო მიღებაზე იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო "ახალი განწყობის შემოტანა" უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში. შერიგებისა და ერთიანობის შესახებ გაკეთებული არაერთი განცხადების შემდეგ გამართულ მიღებაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შერიგება იწყება "მოსმენით, აზრების გაცვლით, სიმართლის გაგებით".

გაიგეთ მეტი: