Killing Eve-ის მეოთხე სეზონის პირველი და მეორე სერია ტელეეკრანებზე 2022 წლის 27 თებერვალს გამოვა. ამასთანავე, ჯერ კიდევ მარტში გამოცხადდა, რომ სერიალი მეოთხე სეზონით დამთავრდება, თუმცა BBC America სპინოფების გადაღებაზე ფიქრობს.

მე-4 სეზონში ევას (სანდრა ო) და ვილანელს (ჯოდი კომერი) განსხვავებულ სიტუაციაში ვიხილავთ. ევასა და ვილიანელის ხიდზე შეხვედრის სცენის შემდეგ, ევა შურისძიების გეგმავს, ხოლო ვილანელმა სრულიად ახალი საზოგადოება იპოვა, რათა დაემტკიცებინა, რომ ის "მონსტრი" არ არის.

შოუს მესამე სეზონის პრემიერა 2020 წლის აპრილში შედგა, თუმცა შემდეგი სეზონის გადაღებები პანდემიის გამო შეჩერებული იყო. პრემიერამდე ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ახალი სეზონიდან ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ:

ფოტო: BBC

ფოტო: BBC

ფოტო: BB

ფოტო: BBC

ფოტო: BBC