რეჟისორი ადამ მაკეი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის შესახებ ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლებს სტივ კარელი, ემი ადამსი და კრისტიან ბეილი შეასრულებენ.

რაც შეეხება ჯორჯ ბუშის როლის შემსრულებელს, ის მსახიობუ სემ როკუელი იქნება.

დიკ ჩეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2001-2009 წლებში იყო. სწორედ იმ პერიოდში როდესაც ავღანეთსა და ირანში ომი დაიწყო და 9/11-ის ტერაქტი მოხდა. მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ აშშ-ს რეალურად ჩეინი მართავდა და არა ჯორჯ ბუში. ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.

როგორც ცნობილია ფილმის პროდიუსერი ბრედ პიტი იქნება, გადაღებები კი 2017 წლის სექტემბერში დაიწყება.