კურორტი საირმე და ევექსი ჰოსპიტლები ევროპის სპების ასოციაციის ჯილდოს მფლობელები გახდნენ
ევროპის სპა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში საირმის სპა ცენტრისა და ევექსი ჰოსპიტლების კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
კურორტმა საირმემ და ევექსი ჰოსპიტლებმა ნომინაციაში ინოვაციური სამედიცინო სპა გამარჯვება 20 ევროპული ქვეყნის 100-მდე სპას შორის მოიპოვეს. ოფიციალური დაჯილდოება ხორვატიაში გაიმართა, სადაც ევროპის სპა და სამედიცინო ტურიზმის სფეროში მომუშავე ასზე მეტი ექსპერტი შეიკრიბა.
კურორტ საირმეში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ევროპის სპა ასოციაციის წევრებმა პროგრამის შესახებ ისაუბრეს და კურორტ საირმისა და ევექსი ჰოსპიტლების წარმომადგენლებს ჯილდო გადასცეს. პრესკონფერენციაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გერმანულ ტურ-ოპერატორს FIT Reisen-სა და საირმეს შორის. შეხვედრას ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს მიმართა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
"მივესალმები საირმეს ევროპის სპა ასოციაციის ქსელში. აღსანიშნავია ის, რომ აქ მინერალურ და თერმულ წყლებთან ერთად ბუნებაც გამორჩეულია. ჩვენ კოვიდ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ინოვაციური სამედიცინო სპას ნომინაციაში გამარჯვება საირმემ და ევექსი ჰოსპიტლებმა ერთხმად მოიპოვეს. მათ ერთობლივ პროგრამაში მნიშვნელოვანი იყო კლინიკური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან ჯილდოს", — აცხადებს ჩილა მეზოს, ევროპის სპა ასოციაციის გენერალური მდივანი.
"პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ჯანმრთელობის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ კავკასიის მედიცინის ცენტრთან ერთად დავიწყეთ კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პროგრამა. სამედიცინო შემოწმებასთან ერთად, პროგრამა ძალების აღდგენისა და გაჯანსაღებისთვის, ბალნეოლოგიურ პროცედურებსაც მოიცავს. სწორედ ეს ინოვაცია - პოსტკოვიდური მდგომარეობის დასაძლევად ჰოსპიტალური და ბალნეოლოგიური სექტორის ერთობლიობა გახდა საინტერესო ევროპის სპა ასოციაციისთვის და 20 ევროპულ ქვეყანას შორის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს. მიღებული ჯილდო ძალიან საპასუხიმგებლოა ჩვენთვის და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი განვითარებისთვის", — აცხადებს მაია სანიკიძე, კურორტი საირმეს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"როგორც კვლევებმა გვაჩვენა, პოსტ კოვიდ გართულებების სამკურნალოდ მხოლოდ მედიკამენტოზური ჩარევა არ არის საკმარისი. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის შემოწმების პაკეტი შევთავაზეთ, რომელიც საერთაშორისო დონის სპეციალისტების ჩართულობით შეიქმნა. პაკეტი გულისხმობს როგორც სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამას. საამაყოა, რომ ჩვენმა პროგრამამ ჯილდო სწორედ ინოვაციების ნაწილში მიიღო", — ამბობს ანრი კაპანაძე, ევექსი ჰოსპიტლების საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი.
ESPA Innovation Awards-ის მთავარი მიზანი იმ სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიმართულებების სასტუმროების გამოვლენაა, რომლებმაც შეიმუშავეს ახალი, გამორჩეული და ეფექტური მიდგომები ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
კურორტის შესახებ
კურორტი საირმე მდებარეობს სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე. საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი. ახალი კურორტის საირმე რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომრით, სადაც ერთდროულად 1000-მდე ადამიანის განთავსების შესაძლებლობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა საირმის ლანდშაფტის მოდერნიზებაც, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად.
კურორტი საირმე — თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი
კურორტის თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიურ პროცედურებს. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ჰიდროპროცედურების ნაირსახეობებით, როგორიცაა: წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, მინერალური წყლის აბაზანები ექსტრაქტებით და ექსტრაქტების გარეშე, ოზონირებული მინერალური წყლის აბაზანა, მარგალიტოვანი აბაზანა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის გამორეცხვები.
ყველა ჰიდრო პროცედურა ტარდება თერმული მინერალური წყლით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა მერყეობს 41-43 გრადუსამდე და მისი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი დადასტურებულია მრავალწლიანი გამოცდილებით.
გარდა ჰიდრო პროცედურებისა, თერმული სპასა და გამაჯანსაღებელი ცენტრისა, საირმე სტუმრებს სთავაზობს ისეთი ტიპის პროცედურებს და სერვისებს როგორიცაა: ჰალოთერაპია, სხვადასხვა ტიპის მასაჟი (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანტიცელულიტური) მანუალური თერაპია, პილინგი, ღია და დახურული თერმული აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები რომლებიც ასევე ივსება სამკურნალო თერმული წყლით.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები