ყოველწლიურად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი გვახსენებს, რომ ფილმებში საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს. გამონაკლისი არც 2021 წელია და ობამამ თავისი საყვარელი ფილმები უკვე დაასახელა.

პოლიტიკოსი მხოლოდ ფილმებით არ შემოიფარგლება და აპირებს, საყვარელი წიგნებისა და მუსიკის სრული სია ახალ წლამდე გაგვიზიაროს. "ხელოვნება ჩვენს სულს კვებავს, თუმცა ჩემთვის მუსიკა და ლიტერატურა პანდემიის დროს უფრო აქტუალური იყო", — წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი.

ბარაკ ობამას 2021 წლის ფავორიტი ფილმების ასე გამოიყურება:

  • Drive My Car (მანქანის მართვისას)
  • Summer of Soul (სოულის ზაფხული)
  • West Side Story (უესტსაიდის ისტორია)
  • The Power of the Dog (ძაღლის ძალაუფლება)
  • Pig (ღორი)
  • Passing (მიმიკრია)
  • The Card Counter (ბანქოს მთვლელი)
  • Judas and the Black Messiah (იუდა და "შავი მესია")
  • The Worst Person in the World (ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში)
  • Old Henry (მოხუცი ჰენრი)
  • The Last Duel (უკანასკნელი დუელი)
  • The Tragedy of Macbeth (მაკბეტის ტრაგედია)
  • C’mon C’mon
  • Quo Vadia, Aida? (სად მიდიხარ, აიდა?)