პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ საახალწლო მიღებაზე განაცხადა, რომ იქ ყველა არ იმყოფება, თუმცა ეს მისთვის გასაგებია და იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისათვის, რომ დაიწყონ ის საუბრები, რაც აუცილებელია.

"ამ პროცესში თქვენი ყველას ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველა დღეს არ იმყოფება, ეს ძალიან გასაგებია ჩემთვის იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომ პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდეს, ჯერ ერთი, ჩვეულებრივი ფორმაა და მოწვევაზე ვიღაცას შეუძლია, ვიღაცას არ შეუძლია. არ ვთვლი, რომ ეს რაღაცნაირი არც შეურაცხყოფა არის და არც უხერხულობა, იქნება ბევრი სხვა საშუალება იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ ის საუბრები, რაც აუცილებელია", — განაცხადა პრეზიდენტმა.

ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღება მიმდინარეობს. შეხვედრას ესწრება როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი.

გაიგე მეტი: