პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ არსებობს რეალური გეგმა, როგორ დავძლიოთ ოკუპაცია. მისი თქმით, ეს გეგმა ვერც იქნება, სანამ ქვეყანა არ არის გაერთიანებული შიგნით.

"ოკუპაცია, რომელზედაც პრაქტიკულად აღარ ვსაუბრობთ, დრო და დრო ვამბობთ, რომ მიუღებელია ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ რეალურად გეგმა იმის, თუ როგორ დავძლიოთ, არ არსებობს რეალური გეგმა, სამოქმედო გეგმა. ვერც იქნება, იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც არ არის გაერთიანებული შიგნით, ვერ ისაუბრებს თავის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გაერთიანებაზე. ეს არის ანა-ბანა. ჩვენც ყველამ კარგად ვიცით, რომ პირველი უნდა იყოს მაგალითი ძლიერი ქვეყნის, გაერთიანებული ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც იცის, საით მიდის, რა არის მისი პერსპექტივა, იმისთვის, რომ ეს პერსპექტივა, ეს ერთიანობა დავანახოთ ჩვენ აფხაზ და ოსებს და იმათ ვაჩვენოთ, რომ ეს არის ნამდვილი გზა, რომელიც მათაც მიიყვანთ წინ და მათაც მისცემთ პერსპექტივას", — თქვა ზურაბიშვლმა.

დეოკუპაციის საკითხზე 24 ნოემბერ ისაუბრა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და თქვა, ძალიან რთული საკითხია და ყველას გაუჭირდება პასუხის გაცემა. მან ასევე ისუბრა, რომ ეს უნდა მოხდეს რუსეთის ხელისუფლების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით.