Sex and the City-ის გაგრძელებამ, სახელწოდებით And Just Like That, მაყურებელი შოკში ჩააგდო, რადგან შოუს დასაწყისშივე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, მისტერ ბიგი, მოულოდნელად გარდაიცვალა.

Vogue-თან ინტერვიუში მისტერ ბიგის როლის შემსრულებელმა კრის ნოთმა თქვა, რომ მისი პერსონაჟის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ წინასწარ იცოდა. "იმ ფაქტით ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუ როგორ გაერთიანდა და განახლდა შოუ. ყველაფერი მთავრდება და მისტერ ბიგის წასვლის დროც იყო, თუ არ გვინდა Sex and the City-ის სტილში შოუს საქორწინო სცენები დავამატოთ. ასე რომ, მისპერ ბიგის პერსონაჟისთვის ეს ტრაგედია ერთადერთი ალტერნატივა იყო", — ამბობს მსახიობი.

კრის ნოთმა აღიარა, რომ თავდაპირველად მისი პერსონაჟის დაბრუნებისა და სიკვდილის იდეას ეჭვის თვალი უყურებდა, მაგრამ საბოლოოდ მოიწონა სერიალის რეჟისორის გადაწყვეტილება და მისი პროფესიონალიზმიც შეაქო.

ფოტო: HBO

შოუს პირველ ეპიზოდში მისტერ ბიგის გარდაცვალება, რომელსაც კერი ბოლო წუთებში იპოვის და ცრემლებით ემშვიდობება, წყვილის ისტორიის სიმბოლური დასასრულია.

"პერსონაჟებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რამე გზა გვეპოვა, რათა ბოლო მომენტში ისინი ერთად ყოფილიყვნენ და არა უბრალოდ კერის სააბაზანოში მისტერ ბიგი უკვე გარდაცვლილი დახვედროდა. მისტერ ბიგის პერსონაჟის დაბრუნება სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, ხოლო დანარჩენი წყვილის მიზიდულობაა, ჩვენ ხომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ", — ასე აღწერს მსახიობი მისტერ ბიგის ბოლო მზერასა და კერის დამშვიდობების სცენას.