საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 505,7 ლარით აღემატება
2021 წლის მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით, საქართველოში კაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებას 505,7 ლარით აღემატება — ამის შესახებ ცნობილი საქსტატის კვლევიდან ხდება.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 106,4 ლარი, ხოლო კაცების — 1 612,1 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128,3 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში — 139,6 ლარი. საქსტატის ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გარდა ანაზღაურებისა, განსხვავებაა ქალებისა და კაცების უმუშევრობის დონეებს შორის. საქსტატის მიხედვით, უმუშევრად მიიჩნევა ის, ვინც აქტიურად ეძებს სამსახურს და მზად არის დაიწყოს მუშაობა — სამუშაოს მაძიებლები ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობად ითვლებიან.
იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაო ბაზარზე ქალების აქტიურობის დონე დაბალია, ნაკლებია უმუშევრობის პროცენტული წილიც — მიმდინარე წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, ქალებში უმუშევრობის დონე 16,6%, ხოლო კაცებში — 21,7%-ია.
შრომის ბაზარზე ქალების ნაკლები აქტიურობა პირდაპირ ბმაშია ქალთა უფლებებთან, რადგან ქალებს სამსახურის ძიებისას ბევრი წინააღმდეგობის გავლა უწევთ. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, განსხვავდება მათი ანაზღაურება. გარდა ამისა, საოჯახო საქმეებში მეტწილად ქალები არიან ჩართულები, რაც სამსახურის ძიებისას და კარიერული ზრდის პროცესში კიდევ ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 10,4%-ით, ანუ 129 ლარით გაიზარდა და 1 368,5 ლარი შეადგინა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები