წეროვანში სროლა იყო, დაჭრილია 3 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო, რაც შემდეგ სროლაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.