რუსი მწერლისა და პოლიტიკური დისიდენტის ბორის აკუნინის თანამედროვე "ჰამლეტის" პრემიერა ბროდვეის თეატრში, ნიუ-იორკში 21 აპრილს გაიმართება.

ჰამლეტის ახალ ვერსიას ქართველი რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე დადგამს, მუსიკალურად კი გია ყანჩელი გააფორმებს.

აკუნინი საკუთარ ნაწარმოებში პუტინის რუსეთსა და იმ იმპერიულ პოლიტიკას ამხელს, რომელიც ძალადობრივ რეჟიმსა და ძალაუფლებაზეა დამყარებული.

რომანი 50 ენაზეა თარგმნილი და მსოფლიოში 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

დადგმაში ჰამლეტის როლს მეთ უეისი შეასრულებს, კლერ ბროუნელი კი ოფელიას განასახიერებს.

ამავე დადგმაში მონაწილეობას მიიღებს ბროდვეის თეატრის მსახიობი გელენ მერფ ჰოფმანი და ოუენ სკოტი.