პრეზიდენტმა ეროვნულ თანხმობაზე ინიციატივა პატრიარქს წარუდგინა და "კურთხევა სთხოვა"
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნულ თანხმობაზე ინიციატივა პატრიარქს წარუდგინა და "კურთხევა სთხოვა". ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა", — ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
უცნობია, მისცა თუ არა პატრიარქმა პრეზიდენტს კურთხევა, თუმცა ინიციატივა მოსწონთ. საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე".
10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.
მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.
იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.
პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც. 13 დეკემბერს, ქადაგებისას მან, ფაქტობრივად, ეკლესიის სივრცე შესთავაზა "შესარიგებლად". მეუფე იაკობმა ქადაგებისას რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლია ტყუილ-მართლის გარჩევა, მაგრამ არ აპირებს რომელიმე მხარეს დადგეს.
"მე გამიხარდა, ცალკეულმა პარტიებმა, აი, თუნდაც პრეზიდენტის გამოხმაურება, მაგრამ თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეს ყველამ კარგად ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ეკლესიაში შერიგება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას", — განაცხადა ეპისკოპოსმა.
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
-
გადახედვაბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
-
გადახედვარომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი რომელია მსოფლიოში უძველესი უნივერსიტეტი
-
გადახედვაფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა ფეხბურთის მეკარეები სამყაროს სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამენ — კვლევა
-
გადახედვაქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა ქმარი უკან მხევდა, ახლა თავისუფალი ვარ — შაკირა
-
გადახედვაიმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი იმ პერიოდში, როცა მუცელი მომეშალა, სპექტაკლში ორსულ ქალს ვთამაშობდი — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა 53-კაციანი სია: მათი ღირსების ორდენით დაჯილდოების მოთხოვნით, კობახიძემ პრეზიდენტს მოგებული მატჩის გამო მიმართა
-
გადახედვამიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა მიზოფონია იმაზე მეტად არის გავრცელებული, ვიდრე აქამდე გვეგონა — კვლევა
-
-
გადახედვაამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი ამ დღეს 30 წელი ველოდით, ბევრი ვიბრძოლეთ, ცოტა გაგვიმართლა და მიზანს მივაღწიეთ — მერაბ მეტრეველი
-
გადახედვაინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა ინგლისის ვეტკლინიკაში მოხვედრილი "ზღარბი" ქუდის პომპონი აღმოჩნდა
-
გადახედვა15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი 15 000 ლარი ოჯახური წვეულებისთვის და ნაჩუქარი 630 000 ოთხ წელიწადში — ღარიბაშვილის შემოსავლები და გასავალი
-
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება ახალი კვლევის თანახმად, ბუნებაში ყოფნისას დროის აღქმა იცვლება
-
გადახედვაროგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა როგორ გადაურჩნენ ადრეული ადამიანები კლიმატის ცვლილებას — კვლევა
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა დააკავეს პირი, რომელმაც სხვადასხვა დროს, თელავში 4 ბინა გაქურდა
-
გადახედვატერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო ტერაქტზე პუტინის ვერსიის მის გარემოცვასაც არ სჯერა, უყვება ბლუმბერგს კრემლთან დაკავშირებული 4 წყარო
კომენტარები