დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურასაც დაუჭერს მხარს და ლევან რატიანისაც, დამაზუსტებელ კითხვაზე კი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მათგანი უფრო მოსწონს ამ თანამდებობაზე, ის პასუხობს რომ "მოწონებით არ არის და მოწონებით ანჯელინა ჯოლი მოსწონს".

TV პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, გაუგია თუ არა ვინ უნდა გახდეს ჯანდაცვის ახალი მინისტრი, მან უპასუხა, რომ ამ თანამდებობაზე ჯერ ეკატერინე ტიკარაძეა, წლის ბოლოს კი ამ პოსტს ვინ დაიკავებს და ვინ განიხილება არ იცის.

"მოწონებით არ არის, მოწონებით ანჯელინა ჯოლი მომწონს", — თქვა იმნაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა, თუმცა ის საქმიანობას წლის ბოლომდე გააგრძელებს. მანამდე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება იყო ბოლო საკოორდინაციო სხდომაზეც, თუმცა მოგვიანებით, ეს უარყვეს.

აღსანიშნავია, რომ ტიკარაძე მწვანე პასპორტის უვადობას არ ემხრობოდა. როგორც მან 4 დეკემბერს განაცხადა, მიუხედავად იმისა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთა კონტროლის ცენტრი მთავარი უწყებები არიან ამ რეკომენდაციების გაცემის მხრივ, ვერ იტყვის, რომ "სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას". კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი პასპორტი პრემიერმინისტრის რეკომენდაცია იყო. 8 ნოემბერს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობდა მოსაზრება 6-თვიან ვადაზე, თუმცა საბოლოოდ საბჭომ უვადობაზე მიდი წინადადება გაიზიარა.