მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორნოგრაფიული ვებგვერდი PornHub წლის ბოლოს ტრადიციულად აქვეყნებს ხოლმე შემაჯამებელ სტატისტიკას და გამონაკლისი არც 2021 წელი აღმოჩნდა.

PornHub-მა შემაჯამებელ ანგარიშში მნიშვნელოვან ტენდენციებს გაუსვა ხაზი და საილუსტრაციოდ ინფოგრაფიკებიც შემოგვთავაზა. მათ შორის, შესაძლებლბა გვეძლევა, პორნოკატეგორიების პოპულარობა შევადაროთ ქვეყნების მიხედვით.

აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყველაზე პოპულარული კატეგორია კვლავ ლესბოსური პორნოა. იგივე მდგომარეობაა აშშ-ში, იტალიაში, ავსტრალიასა და კიდევ სხვა ბევრ ქვეყანაში.

ფოტო: Pornhub

აღსანიშნავია, რომ ქართველ მომხმარებლებში ლესბოსური პორნო ბოლო პერიოდია, პოპულარობას არ კარგავს: საქართველოში 2018 და 2017 წლებშიც ყველაზე პოპულარული სწორედ ეს კატეგორია იყო.

PornHub-მა სხვა ინფოგრაფიკებიც შემოგვთავაზა: მაგალითად, რომელი კატეგორიები იყო ყველაზე პოპულარული ზოგადად 2021 წელს. ამ მხრივ ლიდერობას არ თმობს "იაპონური", შემდეგ მოდის "ლესბოსური", "შავკანიანი", "ჰენტაი" და ა.შ.

ფოტო: Pornhub

როგორც აღმოჩნდა, PornHub-ს ყველაზე მეტი მომხმარებელი აშშ-დან ჰყავს. შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი და იტალია.

ქვემოთ მოცემულ ინფოგრაფიკაზე შეგიძლიათ იხილოთ ლიდერი 20 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთა წილიც ჯამში PornHub-ის მომხმარებლების 79%-ს შეადგენს.

ფოტო: Pornhub

სტატისტიკის საშუალებით შეგვიძლია ისიც გავიგოთ, თუ რომელ ფილმებსა და პერსონაჟებს ეძებდნენ ყველაზე ხშირად საიტზე. წელს ყველაზე პოპულარული ჰარლი ქუინი აღმოჩნდა.

ფოტო: PornHub

სერიალებს შორის კი სამხრეთკორეული Squid Game-ც მოხვდა.

ფოტო: Pornhub

საკუთარი სხეულის შეცნობას და სურვილებთან გულწრფელობას ჰარმონიულ სექსუალურ ცხოვრებასთან მივყავართ. ქართული ონლაინ სექსშოპი Shop69.ge ერთ სივრცეში აერთიანებს სექსშოპს, სექსუალური განათლების შესახებ სტატიებს, ინტერაქტიურ ფორუმს და თემატურ ვლოგებს. ასე რომ, თუ საკუთარი სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება მოგინდა, იცი, სადაც უნდა შეიხედო.