ქობულეთის საკრებულოში ხმაური იყო, რაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის სიტყვიერმა დაპირისპირებამ გამოიწვია. ამის გამო ენმ-ის ერთ-ერთი დეპუტატი, იამზე ცალქალამანიძე შეუძლოდ გახდა.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ბონდო თედორაძე ფორმულასთან აცხადებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარესთან სურდათ შეხვედრა, რისი შესაძლებლობაც არ მიეცათ.

"საკრებულოს თავმჯდომარე არის ყოფილი ნაციონალი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის მხარდამხარ დადიოდა საზღვარგარეთ და პროფესიული ტალღა, კოლეჯი, რომელიც დაარსდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომლის პირველი დირექტორიც თვითონ იყო სწორედ მიშას და ლევანის დამსახურების გამო იყო, შემდეგ ის გახდა ნაციონალური მოძრაობის დროს საკრებულოს წევრი, დღეს ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარეა და მისგან გვინდოდა განმარტება პუტინის პირადი ტყვე ბიძინა ივანიშვილის შესრულებით რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მისგან გვინდოდა პოზიციის მოსმენა, ასევე, გვინდოდა პოზიციის მოსმენა ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით", — თქვა მან.

თედორაძის თქმით, ენმ-ის დეპუტატმა მიიღო მედიკამენტები და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.