"მე მესმის, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე შეზღუდვების მოყვარე ხელისუფლება. მგონია, მოგწონთ კიდეც ეგ როლი და ხშირად ამბობთ, რომ თქვენ მზრუნველი მთავრობა ხართ, მაგრამ სინამდვილეში ეს გამოიყურება ისე, რომ თქვენ ხართ ყველაზე შეზღუდვების და აკრძალვების ხელისუფლება, რაც აქამდე გვყოლია. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში თქვენ ხალხი ამ მოტივით გადაგირჩევთ — ოდესღაც მობეზრდება, რომ ყველა კანონი ადამინების შემზღუდველია შინაარსობრივად და ამას, როგორც მზრუნველობის მოტივს, ისე აფასებთ", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ეს განცხადება მან კორონავირუსის პანდემიასთან პრძოლის მოტივით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას გააკეთა. ხვიჩია ამბობს, რომ შეურაცხმყოფელია ასეთი ტიპის "მზრუნველობა". ხვიჩია მწვანე პასპორტების წინააღმდეგ გამოდის და ფიქრობს, რომ ეს საზოგადოების სეგრეგაციაა.

1-ლი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდა, რომლის გარეშეც ბევრ დაწესებულებაში შესვლა აკრძალულია.