ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და მის მდგომარეობას "გაფარჩაკებულსა" და "გაბანძებულს უწოდებს". მისი თქმით, სააკაშვილი აგონიაშია და ამიტომ, საზოგადოებისგან აქციების მოწყობასა და ამ გზით მის "ტყვეობიდან" დახსნას ითხოვს.

"მიჭირს რეალური სიტყვის მოძებნა, რომელიც შეესატყვისება სააკაშვილის, აი, ამ, ასე ვთქვათ, გაფარჩაკებულ და ბოდიში და, გაბანძებულ მდგომარეობას. ეს არის აგონიაში მყოფი ადამიანის განცხადება, სრულიად სასოწარკვეთილია და რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, მას უჭირს მიიღოს სასჯელი, რომელიც აქვს დიახ, სამართლიანად. აქედან გამომდინარე, ახლა ითხოვს საზოგადოებიდან, რომ თურმე მოაწყო აქციები, რომ როგორმე ტყვეობიდან, მისი თქმით, დაიხსნან სააკაშვილი", — განაცხადა დეპუტატმა.

სააკაშვილმა დეკემბერში მასშტაბური პროტესტი დააანონსა. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია რუსთაველის მოედანზე 21 დეკემბერს დაიგეგმა.