პროტესტი ბათუმის მერის კაბინეტში — ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა
საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კაბინეტში აქცია გამართეს, რის შემდეგაც მათ პოლიციამ ადგილი ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ოპოზიციის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი სამშენებლო ობიექტზე, სადაც უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა, იარაღით გადაადგილდებოდა.
"სწორად მიგაჩნიათ თუ არა შეიარაღებული თანამშრომელი, მერიის თანამშრომელი? მე ვიცი რომ ის სუს-ის თანამშრომელია და წლების განმავლობაში მუშაობდა, კითხვა მაქვს: თქვენ როგორ მიგანჩნია, რომ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი მიდის ობიექტზე, რომელიც არის უკანონო, მიდის და იქ იარაღს ატრიალებს. 90-იან წლებში ხომ არ ვართ?", — ჰკითხეს ჩიქოვანს.
საპასუხოდ, ბათუმის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალური ინსპექცია თავისი უფლებამოსილებას ახორციელებდა, ხოლო, დანარჩენზე გამოძიება მიმდინარეობს.
ოპოზიციამ ჩიქოვანს უთხრა, რომ თუ ამაზე რეაგირება არ ექნებოდა, ნიშნავდა იმას, რომ კორუმპირებულია. რაზეც ჩიქოვანმა მათ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
დეპუტატებმა მერს სახელმწიფო აუდიტის დასკვნა მიუტანეს. მათი განცხადებით, დასკვნაში წერია, რომ მერიაში კორუფციაა და 119 ობიექტიდან 45 უკანონოდაა აშენებული. ამის შემდეგ მერს ჰკითხეს: "არის თუ არა ეს კორუფცია?". ჩიქოვანმა ოპოზიციის აქციას "მასკარადი" უწოდა და თქვა, რომ თუ ეს გაგრძელდება "დაცვის სამსახური ინსტრუქციის შესაბამისად იმოქმედებს". მოგვიანებით, ოპოზიციის წევრები პოლიციამ კაბინეტიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
მანამდე ჩიქოვანმა შეხვედრა დატოვა და თქვა, რომ მონიტორინგის ფარგლებში მისულ ინსპექციის თანამშრომელს მოქალაქეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, ხოლო დანარჩენს გამოძიება დაადგენს.
"იმ კონკრეტულ ობიექტზე, რომელზეც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის დარღვევებით მიდმინარეობდა წარმოება, მონიტორინგის ფარგლებში ინსპექციის თანამშრომელი იმყოფებდა ადგილზე, სადაც მოხდა მოქალაქეთა მხრიდან წინააღმდეგობოს გაწევა, ჩვენ ჩვენს ნაწილში წარმოებას განვაგრძობთ და ბუნებრივია, შესაბამისი რეაგირება იქნება. დანარჩენ ნაწილთან დაკავშირებით ვიცით, რომ დაწყებულია გამოძიება", — განაცხადა მან.
მას შემდეგ რაც ოპოზიცია კაბინეტიდან გამოიყვანეს, მის მიმდებარედ ათობით პოლიციელი განლაგდა. დეპუტატების განმარტების მიუხედავად, რომ მათ თათბირზე შესვლის უფლება აქვთ, ამის საშუალება მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 151-ე, მუქარის მუხლითაა დაწყებული.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები