თბილისის მერიის ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ორმხრივი გახდება. On.ge-ს მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ექსპერტთა მოსაზრებით, კარგი იქნება ეს ტერიტორია გაორმხრივდეს. მათივე თქმით, დაგეგმილია სხვა ქუჩების რეაბილიტაციაც და მოხდება სატრანსპორტო სქემების განახლება.

"2022 წელს იგეგმება მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ასევე იგეგმება ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია. ეს ორი ქუჩა უნდა რეაბილიტირდეს 2022 წელს და ამის ფარგლებში მოხდება, რა თქმა უნდა სატრანსპორტო სქემების დალაგება. მელიქიშვილთან დაკავშირებით ექსპერტებს აქვთ გამოთქმული მოსაზრება, რომ კარგი იქნება, გაორმხრივდეს და ეს არის ის რაც ითქვა", — უთხრეს On.ge-ს მერიაში.

იგეგმება ტენდერის გამოცხადება და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.