3 პრეზიდენტის შეხვედრა მარგველაშვილს ძალიან ადეკვატურ ტაქტიკად მიაჩნია
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივა ძალიან ადეკვატური ტაქტიკად მიაჩნია. მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე მომენტიდან გამომდინარე, ასეთი პროცესი ამ ფორმატში ვერ ჩაიკეტება. მისივე თქმით, სამი პრეზიდენტის შეხვედრა, როგორც დასაწყისი, სწორად დანახული დინამიკაა.
"შენ [ზურაბიშვილი] ბუნებრივად აკეთებ უკვე წონის აწევას ამ პროცესისა და შეიძლება, თუ გუშინ გაკრიტიკებდნენ, მარტო როგორც მოქმედ მეხუთე პრეზიდენტს, გაკრიტიკებდა კონკრეტული პოლიტიკური ძალა, დღეს, როდესაც იგივე პოზიციაზე ხართ მესამე, მეოთხე, მეხუთე [პრეზიდენტები], შენი პოლიტიკური წონა ბევრად იზრდება. ქალბატონ პრეზიდენტს არ აკლია პოლიტიკური წონა, მაგრამ ასეთ ვითარებაში ბევრად უფრო იზრდება", — განაცხადა მარგველაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
მისივე განცხადებით, მეორე მომენტია ის, რომ ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა საქართველოში მანამდე არარსებული პრეცედენტი შექმნას, რაც მაგალითად თავად სააკაშვილმა ვერ მოახერხა.
"მესამე, რეალურად ასეთი შეხვედრა არის ყველა პოლიტიკური გემოვნების მომცველი, რომლის შედეგადაც, რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე კონკრეტულ მუხლებს და კანონპროექტებს არ გაივლი, მაგრამ ძალიან კარგ პოლიტიკურ პლატფორმას შექმნი შემდეგი საუბრისთვის", — აღნიშნავს მეოთხე პრეზიდენტი.
მისი თქმით, ეს შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შედგეს. სალომე ზურაბიშვილის სურვილის შემთხვევაში კი, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოიყვანენ.
თუმცა, 2021 წელს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მარგველაშვილი ამ საკითხზე პესიმისტურადაა განწყობილი.
11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა ინკლუზიურ პროცესზე და გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. კერძოდ, სააკაშვილი მარგველაშვილსა და ზურაბიშვილს შეხვედრას სთავაზობს. მისივე თქმით, ზურაბიშვილს ამ შეხვედრაზე შეწყალებას არ სთხოვს.
სააკაშვილის ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. მისი თქმით, დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება, ამიტომაც, სთხოვს საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და მის შემოთავაზებულ ფორმატს.
გაიგე მეტი:
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
კომენტარები