არამგონია — მარგველაშვილი კითხვაზე, შეიწყალებდა თუ არა სააკაშვილს, პრეზიდენტი რომ იყოს
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, პრეზიდენტი რომ იყოს, არაადეკვატურ ჩარევა იქნება იმ პროცესში, რომელიც სააკაშვილმა თვითონ აირჩია. ამიტომ მთავარი არხის დამფუძნებლის და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას პირობით კითხვას შეიწყალებდა თუ არა, პასუხობს, რომ არაჰგონია.
"არა მგონია... მე ხომ არ შემიწყალებია მიშა, მიუხედავად იმისა, რომ ის საქმეები, რომლებზეც მიშას ასამართლებდნენ, ვთქვი, რომ აბსურდია-მეთქი. პიჯაკებზეც ვთქვი, რომ აბსურდია და შეწყალებაზეც ვთქვი, რომ აბსურდია. ვითარება შეიცვალა, მიშა არ იყო ციხეში და არ იყო მოშიმშილე, თუმცა ეს შიმშილიც და აქ ყოფნაც მისი პოლიტიკური გზა არის. ჩემ მიერ მისი შეწყალება, პრეზიდენტი რომ ვიყო, მიმაჩნია არაადეკვატურ ჩარევად იმ პროცესში, რომელიც ამ კაცმა თვითონ აირჩია და რომელსაც გადის", — განაცხადა მარგველაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს. პრეზიდენტის განცხადებით, აზრს არასდროს შეიცვლის და ამის მიზეზი სააკაშვილის ჩადენილი დანაშაულებებია.
უკრაინაში მცხოვრები ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს, საარჩევნოდ დაბრუნდა, რომლის შემდეგაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობა გაგრძელდა გლდანის მე-18 დაწესებულებაშიც, სადაც მისი განცხადებით, მოტყუებითა და იძულებით გადაიყვანეს. სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები