რას მეუბნება სახელმწიფო, რომ ამ კაცს იმიტომ ვებრძოდი, რომ პიჯაკები იყიდა? — მარგველაშვილი
საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი და ნახოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმის გამო გაასამართლეს. მისივე თქმით, სააკაშვილის გასამართლების მორალურიდ და სამართლებრივი საფუძველი ამ სასამართლოს არ გააჩნია.
"წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიშას სერიოზული მოწინააღმდეგე, ემოციურადაც არ გიყვართ ეს ადამიანი, გინდათ, რომ დაისაჯოს და თქვენი თავი მიგაჩნიათ მსხვერპლად. რამდენად შეურაცხმყოფელად იგრძნობთ ბოლოს თავს, რომ თქვენ — მსხვერპლი, რომელსაც აი, ეს დემონი თქვენ, მთელ საქართველოს ჩაგრავდა, აღმოჩნდა, რომ პიჯაკების გულისთვისაა გასამართლებული?", — განაცხადა მარგველაშვილმა მთავარი არხის ეთერში.
ექსპრეზიდენტის შეფასებით, ეს ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის გასამართლება დაცინვაა.
"მე ხომ მიშას მოწინააღმდეგე ვიყავი და მიშაში ვხედავ ძალიან სერიოზულ დამრღვევს ბევრი რაღაცის, რის გამოც მიშას წინააღმდეგ უნდა წავსულიყავი და მე რას მეუბნება სახელმწიფო, რომ გიორგი, შენ ამ კაცს ებრძოდი, რატომ? იმიტომ, რომ პიჯაკები იყიდა და ბოტოქსი გაიკეთა?", — თქვა მან.
ე.წ. პიჯაკების საქმეს პროკურატურა სახელწმიფო ქონების გაფლანგვის საქმეს უწოდებს. სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით, პირთა ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების, კერძოდ 9 მილიონ 24 ათას 667 ლარის გაფლანგვაში, რისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 7-დან 11 წლამდე.
უკრაინაში მცხოვრები ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს, საარჩევნოდ დაბრუნდა, რომლის შემდეგაც ის პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობა გაგრძელდა გლდანის მე-18 დაწესებულებაშიც, სადაც მისი განცხადებით, მოტყუებითა და იძულებით გადაიყვანეს. სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იუსტიციის სამინისტრომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გორის სამხედრო კლინიკაში 19 ნოემბერს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები