თიბისი დაზღვევა სადაზღვევო ბაზარს 2016 წელს შეუერთდა. კომპანიის მთავარი მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივება და საცალო ბაზრის ლიდერობა იყო, რის მისაღწევადაც საჭირო იყო მომხმარებლისთვის სწრაფი, მარტივი და ციფრული მომსახურების შეთავაზება.

თიბისი დაზღვევა 2021 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით მთლიანი ბაზრის 18.8%-ს, საცალო ბაზრის 32%-ს და კორპორაციული ბაზრის 12.5%-ს იკავებს. შესაბამისად, იგი საცალო ბაზარზე პირველია, კორპორაციულ ბაზარზე კი — მესამე. 5 წლის პერიოდში ასეთ შედეგის მისაღწევად 4,7 მილიონ პოლისზე მეტი გაიყიდა, დაზღვეულებს კი 118 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.

პროცესების ავტომატიზაციით და ციფრული სერვისების შეთავაზებით თიბისი დაზღვევამ ინდუსტრიისთვის ახალი თამასა დააწესა, რომელსაც მუდმივად მაღლა სწევდა.

მთავარ გამოწვევას არსებული სადაზღვევო პროდუქტების გაციფრულება წარმოადგენდა, ამიტომაც კომპანიამ, პირველ რიგში, მომხმარებელს ვებგვერდი შესთავაზა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი გახდა სადაზღვევო პროდუქტების შეძენა სახლიდან გაუსვლელად.

ვებგვერდთან ერთად, თიბისი დაზღვევამ მომხმარებლისთვის აპი შექმნა, რომლითაც უფრო სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა.

ფოტო: თიბისი

თიბისი დაზღვევამ სოციალურ ქსელებში სადაზღვევო ბოტი — ბი ბოტიც ჩაუშვა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მომხმარებელს მესენჯერის აპლიკაციაში სამოგზაურო დაზღვევის შეძენას და ზარალის ანაზღაურებას სთავაზობს.

2019 წლიდან ორგანიზაციებს შეუძლიათ ისარგებლონ თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით, რომელიც, 2 წელიწადში, მომსახურების ხარისხით ბაზარზე საუკეთესო გახდა.

"ამ ხუთ წელიწადში თიბისი დაზღვევა ინსტიტუციურად შემდგარ კომპანიად ჩამოყალიბდა. ზოგადად ამ ზომის კომპანიისთვის და ჩვენი ქვეყნის მასშტაბების გათვალისწინებით, უკვე მნიშვნელოვან მოთამაშედ გახდომა ნიშნავს, და უკვე ყველა აღიარებს, რომ თიბისი დაზღვევა ცალკე განსაკუთრებული ინსტიტუტია, რა თქმა უნდა, ერთიანი ბრენდის — თიბისის ქვეშ. ასევე, მარკეტმეიკერები გავხდით. ანუ თუ მთელი სადაზღვევო ბაზარი წლის განმავლობაში დაახლოებით 13%-იდან 16%-მდე იზრდებოდა, ჩვენი ზრდის წილი საშუალოდ 20%-ზე მეტი იყო. მეორე-მესამე კომპანია ვართ", — აცხადებს პაატა ღაძაძე, კომპანიის დირექტორი

ასე გახდა თიბისი დაზღვევა მარკეტმეიკერი. 5 წელია, კომპანია თავისი მთავარი მიზნის მიღწევას ცდილობს და ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს. ამ მიზნისკენ სწრაფვამ კომპანია საცალო ბაზრის ლიდერად აქცია. ამ ყველაფერმა ერთად კი დაგვანახა, რომ როდესაც რაიმე არ გამოდის, "შეცდომები მოსულა", ხოლო როდესაც წარმატებას ვაღწევთ, "კაის თქმაც მოსულა".