ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩი ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომლის მიხევითაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის NAT0-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმებას ითხოვს და ამბობს, რომ აღარ უნდა იყო სარანაირი დათმობები.

"2008 წელს ბუქარესტში NAT0-ს სამიტზე ჩვენ ვერ დავარწმუნეთ მოკავშირეები, რომ უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ი მიენიჭებინათ. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა. პირიქით მოხდა — მოახდინა საქართველოს 20%-ს ოკუპირება, დაიკავა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტი მოითხოვა. აღარანაირი დათმობები!" — წერს ის ტვიტერზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნების არის გაკრიტიკებული.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს. საგარეო უწყების განცხადებით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.