ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა — სტოლტენბერგი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის საგარეო უწყების მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას გამოეხამურა, რომლის თანახმად რუსეთი "აუცილებლად მიიჩნევს NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების — რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები გახდებიან, გაუქმებას". სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის პოზიცია უცვლელი რჩება.
"ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომ ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა ... მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმებების ნაწილი იყოს. NATO-ს ურთიერთობას უკრაინასთან გადაწყვეტს NATO-ს 30 მოკავშირე და უკრაინა, სხვა არავინ. ჩვენთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები", — განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში 10 დეკემბერს გვიან ღამით.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნების არის გაკრიტიკებული.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს. საგარეო უწყების განცხადებით, NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები