Sex and the City-ის ახალი სეზონის პირველ სერიაში გავიგეთ, სად გაქრა სამანტა
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ საკულტო სერიალის, Sex and the City-ის ახალი სეზონის, სახელად And Just Like That პრემიერა შედგა. ახალ სერიალში ვიხილავთ, თუ როგორ შეიცვალა შარლოტას (კრისტენ დევისი), კერისა (სარა ჯესიკა პარკერი) და მირანდას (სინტია ნიქსონი) ცხოვრება. სამწუხაროდ, მათ გვერდით ვერ ვიხილავთ სამანტას, რომლის შემსრულებელმა მსახიობმა, კიმ კეტრელმა, შოუში მონაწილეობაზე უარი თქვა.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი, რაც ახალ სეზონში უნდა გაგვეგო, ის იყო, თუ სად იყო და რას აკეთებდა სერიალის სამყაროში სამანტა. მეგობრები სამანტას განიხილავენ და ამბობენ, რომ ის სამუშაოდ ლონდონში გადავიდა.
როგორც ახალ ეპიზოდში ვიგებთ, სამანტამ მეგობრებთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამ დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ კერიმ წიგნების ბიზნესში სამანტასთან საქმიან ურთიერთობაზე უარი თქვა. ამის გამო სამანტამ კერისთან და დანარჩენებთან ურთიერთობა გაწყვიტა და ლონდონში გადასვლის შემდეგ მათ აღარ შეხმიანებია.
მირანდა ამბობს, რომ სამანტა შეურაცხყოფილი იყო, თუმცა კერი განმარტავს, რომ მირანდასთან დარეკვა და საუბარი რამდენჯერმე სცადა, თუმცა უშედეგოდ.
"მივწერეთ და დავურეკეთ, მაგრამ არცერთხელ გვიპასუხა", — ამბობს მირანდა.
"მესმის, რომ გაბრაზებული იყო, მაგრამ მეგონა, მისთვის ბანკომატზე უფრო ძვირფასი ვიყავი", — ამბობს კერი.
"როგორც რეალობაში, ხალხი შენს ცხოვრებაში მოდის, შემდეგ კი მიდის. ძველი მეგობრობები უფერულდება და ახალი ურთიერთობები იწყება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნამდვილ ცხოვრებისეულ სტადიებს კარგად აღწერს", — განმარტავს HBO Max-ის წარმომადგენელი ქეისი ბლოისი.
მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრებს სამანტას პერსონაჟი ენატრებათ, კიმ კეტრელი დაბრუნებას არ აპირებს და ამაზე დიდი ხანია, გულწრფელად საუბრობს:
"უამრავი მიზეზის გამო ძალიან გამიმართლა, რომ სამანტას როლი მოვირგე, თუმცა მეორე ფილმის შემდეგ თამაში აღარ შემეძლო. არ მესმოდა, რატომ არ შეეძლოთ ჩემი სხვა მსახიობით ჩანაცვლება და ამის მაგივრად დროს ჩემს ჩაგვრაში ხარჯავდნენ. არა ნიშნავს არას", — განაცხადა 2019 წლის ინტერვიუში კიმ კეტრელმა.
სარა ჯესიკა პარკერმა ცოტა ხნის წინ იმ ჭორებსაც გამოეხმაურა, რომელიც მასსა და კიმ კატრალს შორის დაპირისპირებას ეხებოდა:
"არა, მისდამი უარყოფითად განწყობილი არ ვარ. ეს არასდროს მითქვამს და არც ვიტყვი. სამანტა ამ ისტორიის ნაწილი არაა, მაგრამ ყოველთვის ჩვენს ნაწილად დარჩება — იმის მიუხედავად, თუ სად ვართ და რას ვაკეთებთ", — განაცხადა სარა ჯესიკა პარკერმა.
And Just Like That ახალი ოთხეულის ცხოვრების შესახებ ამჯერად 50 წელს გადაცილებული ქალების პერსპექტივით გვიყვება. შოუში გამოჩნდებიან სხვა ისეთი ცნობილი პერსონაჟები, როგორებიც არიან მისტერ ბიგი, ენტონი მარენტინო და სტენფორდ ბლაჩი. ასევე ვიხილავთ ახალ სახეებსაც: სარა რამირესი არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟის როლს მოირგებს.
Sex and the City-ის სერიალი 2004 წელს დასრულდა, მასზე გადაღებული მეორე ფილმი კი 2010 წელს გამოვიდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
კომენტარები