პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, უვადო მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია და ის ენდობა ექიმების გადაწყვეტილებას.

"ტიკარაძის პოზიცია იყო მთლიანად სამედიცინო სპექტრის პოზიცია, შესაბამისად, მე არ ვარ ექიმი და ვენდობი ექიმების გადაწყვეტილებას, ამიტომ ამ შემთხვევაშიც იქნება ჩემი პოზიციაც გაზიარებული", — აცხადებს კუჭავა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება მიიჩნია სწორად. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.