რეგიონის უმსხვილესი სამშენებლო ჰიპერმარკეტის, დომინოს ახალი ფილიალი დიღომში იხსნება. მასში წარმოდგენილი იქნება პროდუქციის ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი — 50 ათასამდე დასახელების პროდუქტი.

ახალი ფილიალი 16 დეკემბერს იხსნება და ამ დღეს მომხმარებლებს დიდი სიურპრიზი ელოდებათ. მხოლოდ გახსნის დღეს დომინოში ყოველი მეასე ჩეკი უფასო იქნება. გარდა ამისა, სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციაზე — საახალწლო დეკორაციებზე, მცენარეებზე, ჭურჭელზე, განათებაზე, გრილებზე, კარის სექციაზე, სანტექნიკასა და ხალიჩებზე 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებთ და უსასრულო შეთავაზებებს მიიღებთ. დომინო მომხმარებლებს 10:00 საათიდან უმასპინძლებს.

დომინოს ახალ ფილიალში, რომელიც დიღომში, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, 25 ნომერში მდებარეობს, დაახლოებით 400-მდე ადამიანი დასაქმდება.

დომინო 2015 წლიდან არის რეგიონში უმსხვილესი სამშენებლო ჰიპერმარკეტი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს სახლისთვის, რემონტისთვის, კეთილმოწყობისა და მებაღეობისთვის. აქ იპოვით სამშენებლო მასალებს, მოსაპირკეთებელ მასალებს, ლაქ-საღებავებს, იატაკის ფილებს და უამრავ მნიშვნელოვან დეტალს სახლისთვის, მათ შორის საახალწლო დეკორაციებსა და განათებებს.