უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ ხელმძღვანელს ალექსანდრ ტუპიცკის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა.

უკრაინაში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ტუპიცკი სანქციების სიაში მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების კერძოდ კი, უკრაინის სასამართლო სისტემაში მუშაობისას ქრთამის აღების გამო მოხვდა. სანქცია მოსამართლის ცოლს, ოლგა ტუპიცკაიასაც შეეხო.

სანქციები ე.წ. მაგნიტსკის კანონის მიხედვით დაწესდა, რომელიც თაღლითობაში, შევიწროებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართული ადამიანების დასასჯელად მოქმედებს.