რობი უილიამსი: ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას (ფოტოები)
Robbie Williams-ის კონცერტმა დინამო არენაზე სრული ანშლაგით ჩაიარა. ბრიტანელმა მომღერალმა თავისი ცნობილი ჰიტები Let Me Entartain You, Feel, Angel, Rock DJ და სხვა სიმღერები შეასრულა.
როგორც თავად კონცერტის დასრულების შემდეგ აღნიშნა, გაოცებული იყო, რომ ქართველმა მსმენელმა მისი ყველა სიმღერის ტექსტი იცოდა:
"იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასდროს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ჩემი სიმღერების ტექსტები ყველას ეცოდინებოდა. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“.
უილიამსი განსაკუთრებით გააოცა იმან, რომ ქართველმა მსმენელმა მისი სიმღერა Candy-ც კი ზეპირად იცოდა, რადგან არ ეგონა, საერთოდ ვინმემ თუ იცოდა ამ სიმღერის შესახებ.
კონცერტს ესწრებოდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მსმენელი. უილიამსის თაყვანისმცემლები განსაკუთრებული ოვაციებით მის მიერ შესრულებულ სიმღერას New York, New York შეხვდნენ, რადგან მომღერალმა ეს სიტყვები Georgia-თი ჩაანაცვლა და ისე იმღერა. ასევე განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა Queen-ის Bohemian Rhapsody-მ და We Will Rock You-მ.
ტრადიციულად, სიმღერა She is the One-ის შესრულების დროს უილიამსმა ერთ-ერთი მსმენელი გოგო შეარჩია, სცენაზე აიყვანა და მას უმღერა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უილიამსმა ერთ-ერთი სიმღერა მამასთან ერთად შეასრულა. დუეტი მსმენელისათვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, უილიამსი კონცერტამდე კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძესაც შეხვდა და მისგან საჩუქრად ყაბალახი მიიღო. როგორც თავად მომღერალმა აღნიშნა, ძალიან მოეწონა საქართველო, ქართული სული, აქაური კლიმატი და კერძები.
რობი უილიამსის კონცერტი საქართველოში სამთავრობო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა. პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია ეროს რამაზოტი და რობი უილიამსი, სულ მალე კი ბათუმში Maroon 5-ის, ქუთაისში კი ხოსე კარერასის კონცერტები გაიმართება.
ღონისძიებები აპრილში დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. პროექტი ასევე მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებსა და 35 ფესტივალს - თეატრალური ფესტივალები, კინოფესტივალები, მუსიკალური ფესტივალები, ანიმაციური ფილმების ფესტივალები და სხვა.
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
კომენტარები