10 რამ, რაც ზუმერის საახალწლო ვიდეოში, შესაძლოა, ვერ შენიშნეთ
ზუმერის საახალწლო ვიდეოები შოკოლადის ყუთს ჰგავს — არასოდეს იცი, რა დაგხვდება გახსნის შემდეგ. მეტიც, გულდასმით ყურების შემთხვევაშიც კი არსებობს ალბათობა იმისა, რომ ყველა დეტალი ვერ შეამჩნიო ან ბოლომდე გაშიფვრა ვერ შეძლო. ამიტომ ამ სტატიაში ზუმერის ბოლო საახალწლო რეკლამის სწორედ ასეთ ელემენტებს მოვუყარეთ თავი:
1. რენე მაგრიტის გაცოცხლებული ტილო
iPhone-ით ვაშლის ჩანაცვლება პოპკულტურაში ახალი ხილი ნამდვილად არ არის. თუმცა, ამჯერად მაგრიტის ცნობილ ტილოზე გამოსახული "ძე კაცისა" უკვე "ასულად" იქცა და ვაშლთან ერთად სახეც იცვალა მაყურებლის წინაშე.
2. ბალენსიაგას სტილში გამოწყობილი უცნობები
ვიდეოს დასაწყისში ადვილად შეამჩნევდით, თუ როგორ მიდი-მოდის მოდის მიმდევარი ორი ადამიანი ხელის ცეცებით ზუმერის მაღაზიაში. თუმცა შემჩნევისაგან განსხვავებით, მათი ვინაობის დადგენა შესაძლოა უფრო რთული ამოცანა აღმოჩნდეს. მართლაც, ვინ შეიძლება იყოს მოიასამნისფრო ფორმაში გამოწყობილი ორი, თითქმის ერთი და იმავე სიმაღლის ქალი, რომელთაც ზუმერის მაღაზიაში საჩუქრის შეძენა ვინაობის გამხელის გარეშე სურთ? ვინ შეიძლება იყოს და... რავიცი?! ვიცი?! რავიცი...
3. მოსეს ვარცხნილობა
თუ ყურსასმენებს ხშირად იყენებთ და არც თმის ღერების ოდენობას უჩივით, შესაძლოა, ვარცხნილობის ამგვარი სტილი მოგეწონოთ კიდეც. თან ყურსასმენებისგან თავისუფალ დროს ამ თმათაშორის სივრცეში შეგიძლიათ სათვალე, პირბადე, ხელსახოცი და სხვა წვრილ-წვრილი ნივთებიც შეინახოთ ხოლმე.
4. "ვერაგო"-ს საფუძვლები
სიმღერის ერთ-ერთ მონაკვეთში ლადო ბურდული ძველ წელს აუგად, "ვერაგო"-თი მოიხსენიებს, რაც შესაძლოა, ამგვარ საახალწლო ატმოსფეროში ოდნავ ამოვარდნილადაც მოგეჩვენოთ. თუმცა, თუკი Love Is All Around-ის შესაბამის მონაკვეთებს (Oh, everywhere I go / It’s everywhere I go) მოისმენთ, სხვა დროს ნამდვილად გაგიჭირდებათ, რომ აღნიშნულ ტაეპებში "ვერაგოს" გარდა სხვა სიტყვის აღქმა შეძლოთ.
5. ZINNDER
სწორედ ასე ეწოდება გულთამხილველ აპარატს, რომელიც ზუმერი“ მაღაზიაში შესულ მომხმარებელს ჩუქებასთან დაკავშირებულ ორ ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვაზე — "ვის ვაჩუქო?" და "რა ვაჩუქო?" პასუხის გაცემაში ეხმარება. წარწერა მხოლოდ ერთხელ, ისიც ბუნდოვნად ჩანს, რაც გარკვეულწილად იმაზეც მიუთითებს, რომ ზუმერისა და ტინდერის მარტივი სინთეზით მიღებული ეს სახელი რეკლამის სცენარისტის მაგნუმ ოპუსს ნამდვილად არ წარმოადგენს.
6. გია ჯაჯანიძის კომპანიონები
თუ უსწრაფესად მოძრავ კადრებში კონკრეტული ფიგურის ამოცნობის სუპერძალას არ ფლობთ, ან წამში ერთხელ ვიდეოს დაპაუზების უსარგებლო მოთხოვნილება არ გაგაჩნიათ, გია ჯაჯანიძის საჩუქრის პოტენციური ადრესატების შემჩნევა ძალზედ გაგიჭირდებოდათ. არადა, მათ შორის ვირისა და მამლის გარდა, ციცქნა დრაკონის, უდარდელად მონებივრე უცხოპლანეტელისა და შეფი კონსტანტინეს აღმოჩენაცაა შესაძლებელი. უცხო რასის წარმომადგენლებთან ერთად კონსტანტინეს გამოჩენა კი ერთგვარად ხსნის, თუ რატომ შეიძლება ვიდეოს ბოლო სცენაში ის სენსეისთან ერთად პლანეტა ჯაჯანზე იმყოფებოდეს.
7. "ჯერ დახლზე და მერე ვნახოთ"
ფოტო: ზუმერი
თუკი ადამიანთა სამყაროში ახალ წელთან დაკავშირებული ტრადიციული გეგმა "ჯერ სახლში და მერე ვნახოთ"-ის გარშემო ტრიალებს, ზუმერული საჩუქრების დანიშნულების საბოლოო პუნქტი, პირიქით, სწორედაც რომ სახლია.
8. ოქროს ფირფიტა
კადრში, სადაც გია ჯაჯანიძეს "ზინდერის" არჩევანი აბედნიერებს, სენსეის ხელში ოქროს ფირფიტა შეგვიძლია დავინახოთ. ეს მცირე მინიშნებაა იმ "ვოიაჟერის" ვოიაჟზე, რომელმაც ბევრ სხვა კომპოზიციასთან ერთად ქართული "ჩაკრულოც" გაიყოლა კოსმოსში და ჯერჯერობით (თუ ამ ვიდეოს არ დავუჯერებთ, ცხადია) კვლავაც დინჯად მიაქვს უსასრულობის მიმართულებით.
9. ტიკტოკერი სტუდიაში
ფოტო: ზუმერი
გოგო, რომელიც დედისათვის საჩუქარს არჩევს, ტიკტოკზე ferreroeffe-ს სახელითაა ცნობილი და მისი ვიდეოების დიდი ნაწილი დედის მფლობელობაში არსებული უცნაური ნივთების არსისა თუ რაობის ამოხსნას ემსახურება. თუმცა, ამჯერად, ბედის (ან სცენარისტის გულკეთილობის) წყალობით, საჩუქრის ფუნქციურობის დასადგენად ბევრი მარჩიელობა ნამდვილად არ გახდება საჭირო.
10. 4:25
ფოტო: ზუმერი
ზუმერის მხატვრულ ვიდეოთა კომენტარებში ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების ათეული რომ შედგეს, "რას ეწევით ამისთანას?" ერთ-ერთ საპატიო ადგილს დაიკავებს. სწორედ ამიტომ, უცხოპლანეტელისა და შეფი კონსტანტინეს სცენის წინ, როდესაც ამ შეკითხვას ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს, ტიტრებში ოთხი საათი და ოცდახუთი წუთი ჩნდება. ირიბი მინიშნება იმაზე, რომ თუკი ამ სცენაზე ხუთი წუთით ადრე გადავიდოდით, შესაძლოა, იქ მხოლოდ ფირსაკრავი აღარ დაგვენახა...
ბონუსი: ღილების რაოდენობა შეფი კონსტანტინეს პერანგზე
ფოტო: ზუმერი
საფუძვლიანად დაკვირვების შემთხვევაში, შენიშნავთ, რომ ბოლო სცენაში შეფი კონსტანტინეს პერანგზე კენტი ოდენობის, ვერტიკალურად განლაგებული, მრგვალი, ოქროსფერი, მიჯრით ჩალაგებული ცხრამეტი ღილია, რაც, ცხადია, არც არაფერს ნიშნავს. უბრალოდ, გვინდოდა, რომ ამგვარი დეტალური აღწერით მისი კოსტიუმის ელეგანტურობისთვის ხაზი გაგვესვა.
ეს იყო და ეს, რისი აღმოჩენაც ჯერჯერობით შევძელით. ხოლო მათთვის, ვისაც ზუმერის ახალი საახალწლო რეკლამა ჯერ კიდევ არ უნახავს, მაგრამ მაინც დინჯად და უდრტვინველად აგრძელებს ამ სტატიის კითხვას, ერთადერთი შეკითხვა გვაქვს: რას ელოდებით?!
-
გადახედვა5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა 5 მწერალი, რომელმაც პოპულარული ნაწარმოების დაწერა ინანა
-
გადახედვათბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია! თბილისი პრაიდი: რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!
-
გადახედვამთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა მთვარეზე თავდაყირა დამჯდარი იაპონური აპარატი მეორე ღამესაც გადაურჩა
-
გადახედვადააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც დააკავეს სამართალდამცავი, რომელიც ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის — არასრულწლოვანის თანდასწრებითაც
-
გადახედვა1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს 1500 წლის წინანდელი დნმ-ის წყალობით ჩინეთის იმპერატორის გარეგნობა გამოავლინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე მეცნიერებმა ორი მამრისგან ჯანმრთელი თაგვები გამოიყვანეს და ეს მდედრის დნმ-ის გარეშე
-
გადახედვაკობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია კობახიძე: ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაქვს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია
-
გადახედვაშაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა
-
გადახედვასუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა სუს-მა, ქრთამის აღების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
-
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
კომენტარები