საქართველოს ბანკმა ADB-სა და JICA-სგან $200 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან (JICA) 200 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია მოიზიდა. 5-წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, მიზნად ისახავს ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ ოპერირებადი საწარმოების ფინანსურ რესურსებზე წვდომის მხარდაჭერასა და პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების დაძლევას. რესურსის ნაწილი ასევე ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაში, და შესაძლებელს გახდის საკმაოდ მოთხოვნადი გრძელვადიანი ადგილობრივი ვალუტით დაფინანსებაზე წვდომის გაზრდას.
გარდა ამისა, ADB-ის მიერ გამოყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის რესურსი მიმართული იქნება ქალების ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდასაჭერად, და მოხმარდება გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას.
"მოხარული ვართ, რომ ADB-ისა და JICA-სთან წარმატებული პარტნიორობით, გვეძლევა შესაძლებლობა გავაგრძელოთ საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის გრძელვადიანი დაფინანსება. ეს ჩვენი პირველი თანამშრომლობაა JICA-სთან და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ვართ პირველი პარტნიორები საქართველოდან, მათი კერძო სექტორის ინვესტიციებისა და ფინანსირების (PSIF) სქემის ფარგლებში, 2012 წელს მისი ხელახალი ამოქმედების შემდეგ. მინდა მადლობა გადავუხადო ADB-ის და JICA-ს და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას", — განაცხადა სულხან გვალიამ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ფინანსების მიმართულებით.
"ADB ყოველთვის ცდილობს ითანამშრომლოს წამყვან პარტნიორებთან, რომელთა მიზნებიც ემთხვევა ADB-ის მიზნებს. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე იზიარებს მეტი ფინანსური ინკლუზიის მიღწევის, გენდერული თანასწორობის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებზე წვდომის მიზნებს. ეს პროექტიც სწორედ აღნიშნული ხელშეწყობების განხორციელებას ემსახურება", — განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ვიცე-პრეზიდენტმა აშოკ ლავასამ.
"მოზიდული რესურსი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრად ეკონომიკურ ზრდას და ქალთა სოციალურ წარმატებას საქართველოში, ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით", — განაცხადა JICA-ს კერძო სექტორის პარტნიორობისა და ფინანსური დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შოჰეი ჰარამ.
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები