მოსამართლემ სააკაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება კვლავ არ აღუდგინა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ექსპრეზიდენტისთვის სატელეფონო ზარების აღდგენასთან დაკავშირებით, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით ეს შუამდგომლობა კანონიდან არ გამომდინარეობს.
"ვთვლით, რომ შუამდგომლობა სატელეფონო საუბრების უფლების აღდგენაზე არ გამომდინარეობს კანონიდან და რადგან შუამდგომლობის ფორმატშია დაყენებული ეს საკითხი ვიხელმძღვანელებთ საპროცესო კოდექსის მუხლებით. შუამდგომლობა ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისადმი სატელეფონო საუბრის უფლების აღდგენის თაობაზე არ დააკმაყოფილეს", — თქვა მოსამართლემ სასამართლო პროცესზე.
სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა გაუქმდა, ექსპრეზიდენტს სატელეფონო საუბრის უფლება მაინც ჩამორთმეული აქვს. მან ასევე ისაუბრა, რომ გამომძიებელი ეკატერინე მთივლიშვილის მიერ მიღებული ეს შეზღუდვა არაკანონიერია.
"სატელეფონო ზარების უფლება ჩამოართვეს საქმეზე, რომელზეც შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ამ საქმეზე, 7 ნოემბრის საქმეზეა საუბარი, პატიმრობა გაუქმებულია, მაგრამ ეს სატელეფონო საუბრის უფლება კვლავ ისევ ძალაში დატოვეს. ახლაც, ვხედავთ, რომ მეორე საქმეზეც, რომელზეც არანაირი აღკვეთის ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოყენებული არ არის, კვლავ, ხელმეორედ იქნა მოთხოვნილი სატელეფონო საუბრის შეზღუდვა. ანუ თუ მოხდა ისე, რომ შვიდი ნოემბრის საქმეზე ეს შეზღუდვა გაუქმდა, ამის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილი სატელეფონო ზარების უფლებით ვერ ისარგებლებს. ჩვენ ვნახეთ, რომ გუშინ მესამედ ჩამოართვეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება", — თქვა ბასილაიამ პროცესზე.
პროცესზე მოასმართლე ეკატერინე მთივლიშვილის დადგენილება ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით წარადგინა. დაცვის მხარემ კი მოსამართლეს მიმართა, ეს მტკიცებულება დაუშვებლად ეცნო, თუმცა სასამართლომ ეს დადგენილება მტკიცებულების სახით მიიღო.
დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობის დაყენების შემდეგ ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არ არის დღევანდელ სასამართლო პროცესზე განსახილველი საკითხი.
დაცვის მხარემ სატელეფონო საუბრის უფლების აღდგენა 7 ნოემბრის საქმის განხილვისასაც მოითხოვა, თუმცა არც მაშინ დაკმაყოფილდა. გუშინ, 8 დეკემებერს კი სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ, თქვა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულების დირექტორის დადგენილებით, ექსპრეზიდენტს დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბარი 2 თვით შეეზღუდა, მაშინ, როდესაც ამის უფლება ისედაც არ ჰქონდა. ეს სახდელი სააკაშვილს მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის დროს, მისი მხრიდან სამედიცინო აპარატურის დაზიანების გამო დაეკისრა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე პროცესი გაიმართა — მას ექსპრეზიდენტი არ ესწრებოდა. სააკაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა და ერთადერთი, რის გამოც სხდომაზე დასწრება სურდა, იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერაა, რომლებიც მის გამო "იჩაგრებიან".
აღნიშნული საქმის ფარგლებში არსებითი განხილვის შემდეგი სხდომა 22 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
კომენტარები