კანადა და დიდი ბრიტანეთი 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადის დიპლომატიურ ბოიკოტს შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ოთხშაბათს, 8 დეკემბერს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ოლიმპიადას არცერთი მინისტრი არ დაესწრება. ადამიანის უფლებების დარღვევა დაასახელა ბოიკოტის მიზეზად კანადამაც — ბრალდებებს პეკინი უარყოფს.

მანამდე, მას ბოიკოტი გამოუცხადა აშშ-მ და ავსტრალიამ. მედია წერს, რომ ბოიკოტს სხვა ქვეყნებიც განიხილავენ, მათ შორის იაპონია. რაც შეეხება, ახალ ზელანდიას, გამოცემის ცნობით, მათაც უარი თქვეს ზამთრის ოლიმპიადაზე დასწრებაზე, თუმცა ძირითად მიზეზად კორონავირუსის პანდემია დაასახელეს.