Playboy-ის დამფუძნებელზე გადაღებულ სერიალში მოდელები მძიმე გამოცდილებაზე ჰყვებიან
დოკუმენტურ სერიებში, სახელად Secrets of Playboy, რომელიც ტელეეკრანებზე მალე გამოვა, პლეიბოის დამფუძნებელ ჰიუ ჰეფნერთან სექსუალური ურთიერთობებისა და საშინელი გამოცდილების შესახებ ის ყოფილი მოდელები მოგვიყვებიან, რომლებიც მასთან ერთად პლეიბოის სასახლეში ცხოვრობდნენ.
ქალებს შორის ერთ-ერთი ჰოლი მედისონია, რომელიც 2001 წლის აგვისტოში 21 წლის ასაკში პლეიბოის სასახლეში მიიწვიეს და მალევე 75 წლის ჰიუ ჰენერთან დაიწყო ურთიერთობა. წყვილი 2008 წელს დაშორდა, ხოლო მედისონმა ურთიერთობის დახასიათებისას თქვა, რომ ეს სტოკჰოლმის სინდრომს ძალიან ჰგავდა.
ჰეფნერი 2017 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, მანამდე კი ცნობილი იყო, რომ პლეიბოის სასახლეში ბევრ ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა და მისი "მთავარი შეყვარებულის" სტატუსის მქონე ადამიანიც ძალიან ხშირად იცვლებოდა.
ჰეფნერის სხვა ახალგაზრდა სექსუალური პარტნიორების მსგავსად, მედისონთან ურთიერთობა 54-წლიანის სხვაობის გამო დიდი კრიტიკის საგანი იყო. თუმცა ეს ურთიერთობა არც მედისონისთვის იყო მარტივი, რადგან გარეგნობასთან დაკავშირებით ჰეფნერისგან უხეშ კომენტარებს ხშირად იღებდა.
მედისონი იხსენებს, რომ სურდა, პლეიბოის სხვა მოდელებისგან განსხვავებული ყოფილიყო და ერთხელ თმა შეიჭრა. შინ დაბრუნებულს კი ჰეფნერმა უყვირა და უთხრა, რომ ის ძალიან მოხუც და იაფფასიან ქალს ჰგავდა. ამ ფაქტსა და სხვა შემთხვევებს, როცა ჰეფნერი მედისონისა და სხვა პარტნიორების მიმართ უხეში იყო, ბევრი მოწმე ჰყავს.
მედისონი ბოლო პერიოდში პლეიბოიში მუშაობით გამოწვეული მენტალური პრობლემების შესახებ ალაპარაკდა და ამას თავის მემუარებშიც, სახელად Down the Rabbit Hole, განიხილავს. თავის ემოციურ წიგნში მედისონი იხსენებს, რომ პლეიბოის სასახლეში ცხოვრებისას გარესამყაროს მოწყვეტილი იყო, ხოლო როცა ჰეფნერმა აიძულა სახლი დაეტოვებინა, არც სხვა მოდელების ნახვა შეეძლო.
ჰეფნერი მის გარეგნობას მუდმივად აკრიტიკებდა და როცა მედისონს დეპრესია დაეწყო, პლეიბოის დამფუძნებელი თერაპევტის ნახვის უფლებასაც არ აძლევდა, რის გამოც მოდელი თვითმკვლელობაზე ხშირად ფიქრობდა.
ჰეფნერის კიდევ ერთი ყოფილი შეყვარებული სონდრა თეოდორი დოკუმენტურ ფილმში ნარკოტიკების მოხმარებაზე საუბრობს. იმის მიუხედავად, რომ ჰეფნერი მუდამ უარყოფდა მოდელების მიერ ნარკოტიკის მიღების ფაქტს, სონდრას თქმით, ეს სიმართლე სულაც არ იყო.
"ნარკოტიკი ცდუნების საუკეთესო საშუალებაა და ეს კაცებმა კარგად იცოდნენ. თუ ისინი მოდელებს ნარკოტიკს მიაღებინებდნენ, შეეძლოთ, მათთვის ნებისმიერი რამის გაკეთება მოეთხოვათ, რაც მათ სურდათ", — ამბობს სონდრა. მედისონიც ადასტურებს ნარკოტიკების მიღების ფაქტებს და ამბობს, რომ მათი ზემოქმედების ქვეშ გოგოები ორგიებში ხშირად იღებდნენ მონაწილეობას.
Secrets of Playboy-ის პრემიერა იანვარში იგეგმება, მანამდე კი შეგიძლიათ მოკლე ნაწყვეტი ნახოთ:
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
კომენტარები