2003 წელს კრისტოფერ ნოლანი ბიზნესმენ ჰოვარდ ჰიუზზე ფილმის გადაღებას აპირებდა, თუმცა უთხრეს, რომ ანალოგიურ პროექტზე მუშაობა კარგა ხნის დაწყებული ჰქონდა მარტინ სკორსეზეს. ნოლანმაც ბიოგრაფიული ფილმის გადაღება გადაიფიქრა და ახალ პროექტზე ფიქრობდა, სწორედ ამ დროს დაურეკა პროდიუსერმა ბენჟამინ მალნიკერმა და DC-ისთან და Warner Brothers-თან ერთად ბეტმენის გადაღება შესთავაზა.

"ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო, პროექტი რომელზეც ვმუშობდი ჩავარდა, ახლა კი მქონდა შანსი წლის ყველაზე ცუდი ფილმის ტიტულის მფლობელისგან საკულტო ნამუშევარი გამეკეთებინა. თან მითხრეს, რომ მსახიობებს მე ავარჩევდი", - ამბობდა ნოლანი Varity-სთან ინტერვიუს დროს.

2005 წელს სამყარომ ახალი ბეტმენი - Batman Begins იხილა. კრისტიან ბეილის, მაიკლ კეინის, გარი ოლდმენის, ლიამ ნისონის, კეტი ჰოლმსისსა და მორგან ფრიმენის მონაწილეობით.

როგორც აღმოჩნდა, ფილმმა მოლოდინს გადააჭარბა, ბრიტანელი რეჟისორის გადაწყვეტილებამ, შეექმნა მაქსიმალურად რეალისტური კინო, გაამართლა და ახალი ბეტმენი მორიგი სტანდარტული კომიქსის ეკრანიზაციის ნაცვლად კრიმინალურ დრამად იქცა.

ფილმის სიუჟეტი ბეტმენზე შექმნილი ფილმების სერიის ერთგვარ გადატვირთვას ჰგავს. მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ფილმი ბეტმენი და რობინი წარუმატებელი გამოდგა.

კრიტიკული და კომერციული თვალსაზრისით, ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა. გამოსვლიდან პირველივე კვირის ბოლოს ფილმს $48 მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა, შემდეგ კი ბოქს ოფისის ლიდერებშიც მოექცა.

სწორედ ამ ფილმის ნახვა შეგიძლიათ
შაბათი 8 აპრილს, 20:25 საათზე, ტელეკომპანია GDS-ზე, DC Comics-ის სუპერგმირების კოლექციის სეანსების დროს.