Home Alone-ის მსახიობის თქმით, მაკკალისტერების ოჯახი შეკრებას გეგმავს
30 წელზე მეტი გავიდა, რაც მარტო სახლში და მაკკალისტერების ოჯახის თავგადასავალი შობა-ახალი წლის განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც ჩანს, მსახიობები, რომლებიც კევინის ოჯახის წევრებს განასახიერებენ, ამ წლების განმავლობაში ნამდვილ ოჯახად იქცნენ და შესაძლოა, მალე შეიკრიბონ და გულშემატკივრები გაახარონ.
ცოტა ხნის წინ გამოცემა People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დევინ რეტრეიმ, რომელიც ფილმში კევინის უფროს ძმას, ბაზს განასახიერებს, აღნიშნა, რომ მსახიობები საერთო ჩატში შეკრებას გეგმავენ.
"ოჯახს შეკრებისთვის თავისი გეგმები აქვს. ვინ იცის, რა იქნება მომავალში?", — განაცხადა დევინმა.
როგორც აღმოჩნდა, დევინი მაკკალისტერების ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია, რომ შეკრებაზე საუბრისას მას რამდენიმე მსახიობი, მათ შორის, მაკოლეი კალკინი (კევინი) და კეტრინ ო'ჰარა (ბავშვების დედა) არ უხსენებია. ამის მიუხედავად, ვინ იცის, რაზეა წამსვლელი მაკკალისტერების ოჯახი, რომ ახალ წელს ერთად შეხვდნენ?!
აღსანიშნავია, რომ ფილმის ცნობილი სახლი საახალწლოდ Airbnb-ზე ქირავდება. სახლი, რომელშიც კევინ მაკკალისტერმა შობის ღამე მშობლების გარეშე გაატარა, ახლა იღბლიან ადამიანთა ჯგუფს უმასპინძლებს, რომელიც მოახერხებს და დაჯავშნას სხვებს დაასწრებს. ეს ცნობილი სახლი ილინოისის შტატის პატარა სოფელ უინეტკაში მდებარეობს, ხოლო სტუმებს თავად დევინ რეტრეი უმასპინძლებს. ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს სახლში აღმოჩნდეს ოჯახის შეკრების ადგილი?
"ეს ფილმი ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომელიც ოჯახებში თაობების განმავლობაში გრძელდება. მშობლები შვილებს, შვილები კი შვილიშვილებს აყურებინებენ იმას, რისი ნაწილიც მე ვიყავი. წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მარტო სახლშის გარეშე", — ამბობს რეტრეი.
ამბობენ, რომ შობა-ახალ წელს სასწაულები ხდება, ამიტომ გამორიცხული არაა, ჩვენს საყვარელ დღესასწაულებზე ჩვენი საყვარელი ოჯახი კიდევ ერთხელ ვიხილოთ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები