ბათუმის მერიასთან აქცია-პერფორმანსი იმართება. აქტივისტების განცხადებით, ქალაქში 3 000-ზე მეტი ადამიანი ავარიულ სახლში ცხოვრობს და მათ სიცოცხლეს ყოველდღიურად ემუქრება საფრთხე.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ავარიული სახლების ფოტოები აქვთ მიტანილი.

"ჯერ კიდევ 2018 წელს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გვაქვს, რომელიც ამ უმრავლესობა შენობას ეხება. ეს შენობები საცხოვრებლად უვარგისია, ხოლო ამ ყველაფერს რეაგირება მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოჰყვა, ეს იყო წინასაარჩევნოდ, როდესაც ამ მაცხოვრებლებს შეხვდნენ, დაჰპირდნენ, რომ ყველაფერს შეასრულებდნენ და გამოასწორებდნენ, ანუ უსაფრთხო გარემოში გადაიყვანდნენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, როგორც ყოველთვის ხდება, გაქრნენ", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ფიროსმანის #1-სა და დემეტრე თავდადებულის #37-ში მდებარე ავარიული სახლის მაცხოვრებლებმა მერიას ხელმოწერილი განცხადებები გადასცეს.